მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023-2024 წლებში, საქართველოში 58 000 ტონა ნავთობი და 24 მლნ. კუბ.მ გაზია მოპოვებული

ნავთობი

2023-2024 წლებში, საქართველოში 58 000 ტონა ნავთობი და 24 მლნ. კუბ.მ გაზია მოპოვებული. ამის შესახებ ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებულ პრეზენტაციაშია აღნიშნული, რომელიც დღეს, ენერგეტიკოსის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე წარადგინეს.

პრეზენტაციაში ნავთობისა და გაზის სექტორის ნაწილში, ხაზგასმულია, რომ სულ გაცემულია ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის 25 გენერალური და საქმიანობის 8 ლიცენზია. ამასთან, გამოცხადებულია ღია საერთაშორისო ტენდერი ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის მოსაპოვებლად ხმელეთის VIIB, X და XIWN-M ბლოკებზე.

რაც შეეხება 2023-2024 წლების ძირითად მაჩვენებლებს:

  • შესრულდა სეისმოსაძიებო სამუშაოები 500 გრძ. კმ, გაიბურღა სამი ახალი ჭაბურღილი, განხორციელდა ჰორიზონტალური ბურღვა 2 ჭაბურღილში;
  • სახელმწიფოს წილი შემოსავალი ნავთობისა და გაზიდან - 15 755 850 აშშ დოლარი
  • ინვესტორი კომპანიების მიერ განხორციელდა 31 839 987 აშშ დოლარის ინვესტიცია

პრეზენტაციისას მნიშვნელოვან გარემოებად დასახელდა ის, რომ სოფელ ყულევში მიმდინარეობს ნავთობგადამმუშავებელი ქარხნის მშენებლობა, რომლის წარმადობა იქნება 3 მლნ. ტონა ნავთობი/წელიწადში.

აღსანიშნავია, რომ 2024 წლის მეორე ნახევარში დაგეგმილია 10 000 ტონამდე ნედლი ნავთობის რეალიზაცია მისაღები შემოსავალი კი დაახლოებით 14,5 მლნ. ლარს ($5,5 მლნ) შეადგენს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები