მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“2023 წელი Extra-სთვის სიახლეების წელი იყო” - მარიშა გოგოლაური

მარიშა გოგოლაური

საქართველოში რეგისტრირებული ონლაინ მაღაზიებისთვის, გასული წელი, შეიძლება ითქვას, საეტაპო იყო, რადგან წლიდან წლამდე იმატებს, როგორც პროდუქტების რაოდენობა, რომელთა შეძენა ონლაინ შეიძლება, ასევე იმ მომხმარებლების რაოდენობა, რომელთაც ურჩევნიათ, სხვადასხვა პროდუქტები გამოიწერონ.

როგორც საქართველოს უდიდესი ელექტრონული კომერციის პლატფორმის, Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელი, მარიშა გოგოლაური TECH INFORM-ში ამბობს, 2023 წელი კომპანიისთვის სიახლეების წელი იყო, რამაც, თავის წილ, კომპანიის შემოსავლები გაზარდა.

“2023 წელი Extra-სთვის სიახლეების წელი იყო, რადგან ცვლილებები გვქონდა, როგორც ბიზნესმოდელში, ასევე ბრენდის მიმართულებით, რის გამოც შედეგები გაორმაგდა, როგორც შემოსავლის, ასევე იმ პროდუქტების რაოდენობის კუთხით, რომელთაც მომხმარებლებს ვთავაზობთ. დღეს, ქვეყანაში ყველაზე დიდი ელექტრონული კომერციის პლატფორმა ვართ”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.

ერთ-ერთი სიახლე, რომელიც Extra-მ ბოლო დროს დანერგა სწრაფი ვაჭრობის, ე.წ. “Q-Commerce-ის” მოდული - “ექსტრა ექსპრესია”. როგორც მარიშა გოგოლაური ამბობს, ამ სერვისის გამოყენების შემთხვევაში, მომხმარებელი პროდუქციას 35-დან 50 წუთამდე შუალედში მიიღებს. მიტანის სისწრაფეს კი პროდუქტების იმ რამდენიმე სპეციალურ სივრცეში განთავსება უზრუნველყოფს, რომლებიც Extra-მ თბილისსა და ბათუმში მოაწყო.

“2023 წელს, EXTRA.GE-ისთვის დიდი ნიშანსვეტი ონლაინმაღაზია MOITANE.GE-ის შესყიდვა იყო, რამაც ჩვენი ბიზნესი რამდენიმე მიმართულებით გაუმჯობესდა. მომხმარებლებს პროდუქტების უფრო ფართო არჩევანი შევთავაზეთ, მათთან უფრო მეტი შეხების წერტილი ვიპოვეთ და მივხვდით, რომ კონკრეტული პროდუქტები მათ უფრო სწრაფად სჭირდებოდათ. საპირწონედ ამისა, მომხმარებელს ახალი მომსახურება - “ექსტრა ექსპრესი” შევთავაზეთ.

ეს სერვისი ექსტრა სისწრაფით გამოირჩევა, რადგან ამ სერვისით 35-დან 50 წუთამდე შუალედში მიიღებთ ექვსი კატეგორიის პროდუქტებს, ესენია: მარკეტი, თავის მოვლა, სათამაშოები, მშობელი და ბავშვი, ცხოველთა მოვლა და ელექტრონიკა”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.

BMG-ის ტექნოლოგიურ გადაცემაში სტუმრობისას, Extra-ს მარკეტინგის ხელმძღვანელმა იმ ტენდენციებზეც ისაუბრა, რომლებიც ბაზარზე 2023 წელს გამოიკვეთა. მისი თქმით, პოპულარულ პროდუქტებს შორის, ტრადიციულად, კვლავაც ელექტრონიკა ლიდერობს.

“მთავარი მიმართულება, რომელსაც ჩვენი მომხმარებელი Extra-ს დაფუძნების დღიდან იღებდა - ელექტრონიკაა და ეს, რასაკვირველია, ახლაც ასეა. თუმცა 2023 წელს განვავითარეთ, როგორც სახლისა და ეზოს კატეგორია, ასევე მცირე და საშუალო და ინდუსტრიული ტექნიკის მიმართულება. სათამაშოების ძალიან დიდი არჩევანიც გვაქვს, რომლებიც ჩვენს მომხმარებლებს ძალიან უყვართ”, - განაცხადა მარიშა გოგოლაურმა TECH INFORM-ში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები