„UG სკოლის“ ადმინისტრაციის უფროსი, თინათინ თოფურია გასულ 2023 წელს კერძო სკოლებისთვის თავისუფლების წლად მოიხსენიებს და ამბობს, რომ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს დამოუკიდებლად მუშაობის საშუალება მიეცათ. ამის შესახებ მან გადაცემა "ქალების ნარატივში" ისაუბრა.
საქმე ის არის, რომ 2023 წლის წლის სექტემბერში განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა კერძო სკოლების დირექტორებთან და ასოციაციების წარმომადგენლებს კერძო ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისთვის შემუშავებული ახალი გადაწყვეტილებები, მიდგომები და მექანიზმები გააცნო. უწყების მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ცვლილებები შეეხება ავტორიზაციის, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის, ასევე, ადმინისტრირებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიმართულებებს.
გადაცემაში სტუმრობისას „UG სკოლის“ ადმინისტრაციის უფროსი აცხადებს, რომ გასულ წელს „ბევრი ცვლილებები იყო განათლების სამინისტროდან ინიცირებული, რამაც ბევრი თავისუფლება მისცა სკოლებს. მოგვეცა საშუალება ჩვენს პროგრამებზე ვიმუშაოთ, სიახლეები შემოვიტანოთ თვითონ სკოლებმა, ინსტიტუციებმა. ეს ძალიან დიდი წინ გადადგმული ნაბიჯია საქართველოსნაირი ქვეყნისთვის. შეიძლება ითქვას, 2023 წელი ყველა საერთაშორისო სკოლისთვის, მათ შორის UG სკოლისთვის თავისუფლების წელი იყო“, - აღნიშნა თინათინ თოფურიამ.
შეგახსენებთ, „UG სკოლა“ 2008 წელს „საქართველოს უნივერსიტეტმა“ დააფუძნა, რომელმაც თავდაპირველად სწავლა "UG სკოლის" საშუალო საფეხურზე დაიწყო, ხოლო 2011 წლიდან დაწყებითი სექტორიც გაიხსნა.