მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს აჭარის რეგიონმა $1.1 მილიარდის ფულადი გზავნილი მიიღო

ფულადი გზავნილები

2023 წლის განმავლობაში აჭარის რეგიონში ჩარიცხულმა ფულადმა გზავნილებმა 1.1 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მონაცემს მცირედით, 1%-ით აჭარბებს.

რეგიონის ფინანსური სექტორის მიმოხილვის მიხედვით, საშუამავლო ბანკების მეშვეობით უცხოეთიდან ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ 917.9 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ელექტრონული ანგარიშსწორების მიხედვით ჩარიცხული ფულადი გზავნილების მოცულობამ კი - 213.6 მლნ აშშ დოლარი.

ქვეყნების მიხედვით, აჭარაში მიღებულ გზავნილებში, 18%-იანი წილით, რუსეთი ლიდერობს, 7% მოდის გერმანიაზე, ხოლო 6% - თურქეთზე.

ამასთან, გასულ წელს 14%-იანი ზრდა დაფიქსირდა აჭარის რეგიონიდან ფულადი გზავნილების გადარიცხვებში და საზღვარგარეთ 762.1 მლნ აშშ დოლარი გადაიგზავნა.

ცნობისთვის, საქართველოში გასულ წელს 4.1 მილიარდი დოლარის ფულადი გზავნილი გადმოირიცხა, რაც წლიურად 6%-ით შემცირებული მაჩვენებელია. კლების მიზეზი რუსეთიდან შემცირებული გადმორიცხვებია. ამის მიუხედავად, მთლიან მოცულობაში 37%-იანი წილით, რუსეთი ლიდერობდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები