მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ბიზნესმა 2 872 საჩივარი შეიტანა

ჩაქუჩი

2023 წელს ფინანსთა სამინისტროს დავების განხილვის საბჭოში ბიზნესმა 2 872 საჩივარი შეიტანა.
ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტისთვის წარსადგენად მომზადდა.

"2023 წელს საბჭოში წარმოდგენილია 2872 საჩივარი, ჩატარებულია 73 სხდომა, განხილულია 2400-ზე მეტი საჩივარი, საიდანაც დაახლოებით 30%, სრულად ან ნაწილობრივ გადაწყდა მომჩივნის სასარგებლოდ.

ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საჩივრების განხილვა ხორციელდება დავის განხილვისთვის დადგენილი ვადების დაცვით და წინა წლებთან შედარებით, მნიშვნელოვნად არის შემცირებული საჩივრის წარმოდგენიდან, გადაწყვეტილების მიღებამდე დროის ხანგრძლივობა“, - წერია დოკუმენტში.

აღსანიშნავია, რომ ანგარიშში კონკრეტულად არაფერია ნათქვამი დავების განხილვის საბჭოს რეფორმირებაზე, რაზეც რამდენიმე წელია საუბარი მიდის.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2023 წელს გადასახადის გადამხდელთან კომუნიკაციის გამარტივების მიზნით, განახლდა ელექტრონული მიმოწერის მოდული, რითაც გამარტივდა ინფორმაციის/დოკუმენტაციის გაცვლის პროცესი. ასევე, განახლდა საბჭოს ვებგვერდი (taxdisputes.gov.ge), რისი საშუალებითაც დაინტერესებულ პირებს ეძლევათ შესაძლებლობა გაეცნონ მათთვის საჭირო ინფორმაციას საგადასახადო დავის წარმოების შესახებ. გადასახადის გადამხდელთა ინფორმირების და პრაქტიკის განზოგადების მიზნით, საგადასახადო საიდუმლოების დაცვით, საჯაროვდება საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, საინფორმაციო და მეთოდოლოგიური ჰაბის (infohub.rs.ge) მეშვეობით.

„დავების განხილვის საბჭო ფინანსთა სამინისტროს სუსტი წერტილია“ - რა ეტაპზეა რეფორმა?

სასურველია, ფინანსთა სამინისტროს დავების საბჭოში ინტერესთა კონფლიქტი გამოირიცხოს - იურისტი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები