მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ჰაკერებმა აშშ-ში $12.5 მილიარდი მოიპარეს

ჰაკერი

გასულ 2023 წელს ჰაკერებმა და კიბერდამნაშავეებმა ამერიკის შეერთებულ შტატებში 12 მილიარდ 500 მილიონი დოლარის ღირებულების აქტივები მოიპარეს, რაც წინა წელთან შედარებით 22%-ით გაზრდილი მაჩვენებელია და ახალ რეკორდს წარმოადგენს.

FBI-ს ინფორმაციით, საერთო ჯამში, გასულ წელს უწყებაში 880,000 საჩივარი შევიდა, რაც 10%-ით გაზრდილ მაჩვენებელს წარმოადგენს. დაზარალებულთა უმეტესობა 60 წელს გადაცილებულთა ჯგუფს მიეკუთვნება.

თავდასხმის მეთოდებს შორის განსაკუთრებით აქტიურად ჰაკერები ფიშინგს, დავირუსებულ ბმულებს და თაღლითურ შეტყობინებებს იყენებენ.

მართალია, კიბერუსაფრთხოების უზრუნველყოფაზე კომპანიები ყოველწლიურად უფრო მეტ რესურსს ხარჯავენ, თუმცა ამის მიუხედავად, კიბერდანაშაულის რაოდენობა იზრდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები