მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს კომპანიებმა ინვესტორებზე $1.7 ტრილიონის დივიდენდები გასცეს

ინვესტორი

გასული 2023 წელი ინვესტორებისთვის განსაკუთრებით პოზიტიური აღმოჩნდა, გლობალურმა კომპანიებმა საერთო ჯამში ინვესტორებზე 1 ტრილიონ 700 მილიარდი დოლარის მოცულობის დივიდენდები გასცეს, რაც რეკორდული მაჩვენებელია.

წინა წელთან შედარებით გაცემული დივიდენდის მოცულობა გლობალურად 5%-ითაა გაზრდილი, ამის განმაპირობებელი მთავარი მიზეზი კი საბანკო-საფინანსო ორგანიზაციების რეკორდულად გაზრდილი შემოსავლებია, რასაც, თავის მხრივ, გაზრდილი საპროცენტო განაკვეთები განაპირობებს.

მიმდინარე წლის ბოლოსთვის პროგნოზირებულია, რომ გასაცემი დივიდენდების მოცულობა დამატებით 200 მილიარდი დოლარით გაიზრდება, თუმცა ჯერ ამაზე საუბარი ნაადრევია, რადგან ვითარება თითქმის ყოველდღიურად იცვლება.

აქვე, ორიოდე სიტყვით დივიდენდის გამცემ კომპანიებზეც უნდა ვისაუბროთ. ზოგადად, ასეთი კომპანიები წლის განმავლობაში მიღებულ მოგებას პირდაპირ უნაწილებენ ინვესტორებს, განსხვავებით ისეთი კომპანიებისგან, რომლებიც მოგებას ზრდისთვის იყენებენ.

დივიდენდებს, როგორც წესი, დროში გამოცდილი და აწ უკვე წარმატებული კომპანიები გასცემენ, ზოგიერთი მათგანი კი უკვე ათწლეულებია მუდმივად გასცემს დივიდენდებს, ასეთ კომპანიებს „დივიდენდ არისტოკრატებად“ მოიხსენიებენ და ერთ-ერთი ასეთი კომპანიაა Coca-Cola, რომელიც წლების განმავლობაში ინვესტორებისთვის სტაბილურობისა და სიმყარის სიმბოლოდ იქცა.