მოთხოვნა სასტუმროებზე მაღალია, განსაკუთრებით მაღალბიუჯეტიან დაწესებულებებზე - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებულ ტურიზმის 2023 წლის მიმოხილვაშია ნათქვამი.
კვლევითი და საინვესტიციო კომპანიის წარმოდგენილ მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ 2023 წელს მაღალბიუჯეტიანმა სასტუმროებმა მნიშვნელოვანი ზრდა დააფიქსირეს და დატვირთულობის საშუალო კოეფიციენტს - 58%-ს მიაღწიეს, რაც 2022 წელთან შედარებით 8 პროცენტული პუნქტით ზრდაა.
„თიბისი კაპიტალში“ 2024 წელს სასტუმროების დატვირთულობის მაჩვენებლის 4%-იანი ზრდას ელიან.
გარდა ამისა, სასტუმროს ოთახის საშუალო დღიური განაკვეთი (ADR) აღდგა დიდ სასტუმროებში და 3%-ით აჭარბებს 2019 წლის დონეს.