მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს მთავრობამ შტატგარეშე თანამშრომლებზე რეკორდული, ₾529 მილიონის ხელფასები გასცა

მთავრობის ადმინისტრაცია კანცელარია მთავრობა

2023 წელს შტატგარეშე თანამშრომლების შრომის ანაზღაურებაზე ბიუჯეტიდან რეკორდული თანხა დაიხარჯა. აუდიტის სამსახურის "ბიუჯეტის მონიტორის" მიხედვით, გასულ წელს ამ მიმართულებით ხარჯი 528.9 მილიონი ლარი იყო.

შტატგარეშეთა ხელფასების ხარჯი გარდა იმისა, რომ რეკორდულია, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს 17%-ით აღემატება.

შტატგარეშეთა შრომის ანაზღაურებაზე მზარდი დანახარჯების პარალელურად, არაა ხელმისაწვდომი ინფორმაცია, თუ რამდენი შტატგარეშე თანამშრომელია სხვადასხვა სამინისტროში, სსიპ-სა თუ ააიპ-ში. „ბიუჯეტის მონიტორისშესაბამის გრაფაში მითითებულია, რომ უწყებას ინფორმაცია არ მიაწოდეს. აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ამ მონაცემების წყარო ფინანსთა სამინისტრო და მხარჯავი დაწესებულებებია.

ამასთან, წლიდან წლამდე მზარდია ბიუჯეტიდან საჯარო სამსახურში შტატით გათვალისწინებული დასაქმებულების ანაზღაურებაზე გაწეული დანახარჯი და გასულ წელს რეკორდული 2.2 მილიარდი ლარი შეადგინა. თანხა 2022 წელთან შედარებით 22%-ითაა გაზრდილი.

2023 წლის იანვარში საჯარო მოხელისთვის ხელფასი 10%-ით გაიზარდა. 20% იყო ზრდა პოლიციელებისა და ჯარისკაცების ხელფასების შემთხვევაში. მთავრობა 2026 წლამდე საჯარო სამსახურში ხელფასების ყოველწლიურად 10%-ით ზრდას გეგმავს. ამ ზრდის მთავარ არგუმენტად კერძო სექტორთან შედარებით საჯარო სექტორში ხელფასების მნიშვნელოვანი ჩამორჩენა დაასახელა, რაც საფრთხეს უქმნიდა კვალიფიციური კადრების შენარჩუნებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები