მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ოქსფორდის სკოლის გამომცემლობის პარტნიორი გავხდით - "სულაკაურის გამომცემლობა"

გამომცემლობა

საქართველოში საგამომცემლო სექტორი ყოველწლიურად ვითარდება. იზრდება როგორც ნათარგმნი, ისე ქართველი ავტორების მიერ დაწერილი წიგნების ტირაჟი.

"სულაკაურის გამომცემლობამ" 2023 წელი BMG-სთან შეაჯამა და როგორც მისი თანადამფუძნებელი, თინა მამულაშვილი გვიყვება, ძალიან დატვირთული და შრომატევადი პერიოდის მიუხედავად, გამომცემლობამ მოახერხა და ახალი სასკოლო სახელმძღვანელოები შექმნა; გარდა ამისა, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობასთან პარტნიორობაც დაიწყო.

"2023 წელი საკმაოდ დატვირთული და საინტერესო აღმოჩნდა. ძალიან ბევრი სახელმძღვანელო გამოვეცით; დაახლოებით, 16 დასახელების სასკოლო წიგნი მივაწოდეთ სკოლებს. არ იყო ეს მარტივი, ძალიან ბევრი ადამიანის უწყვეტ შრომას მოითხოვდა.

ასევე, გავხდით პარტნიორები ძალიან ცნობილი, ოქსფორდის უნივერსიტეტის გამომცემლობის, მათთან ერთად გამოვეცით ინგლისურენოვანი სახელმძღვანელოები. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ასეთი პარტნიორობა ოქსფორდს საზღვარგარეთ ძალიან იშვიათად აქვს", - ამბობს თინა მამულაშვილი.

"სულაკაურის გამომცემლობის" თანადამფუძნებელი გვიყვება იმასაც, რომ ბოლო წლებში, ქართულ ენაზე ხარისხიანი თარგმანის სიმრავლემ მკითხველის დამოკიდებულებაც შეცვალა. თუ ადრე ქართულ ნათარგმნს სკეპტიკურად უყურებდნენ, ახლა ეს რეალობა სრულიად განსხვავებულია.

"ჩვენ ბევრი ვეცადეთ, რომ ქართულად ნათარგმნი ლიტერატურა ძალიან მაღალი ხარისხის ყოფილიყო, საუკეთესო მთარგმნელებთან ვთანამშრომლობთ. ჩვენმა მთარგმნელებმა ქართულ ენაზე გააჟღერეს თურქული, ფრანგული, ინგლისური, გერმანული თუ სხვა ქვეყნების ლიტერატურა. ზოგიერთი ენიდან პირველად სწორედ ჩვენ ვთარგმნეთ, მაგალითად, პორტუგალიურიდან. ჩვენი მიზანიც ეს არის, რომ საუკეთესო ნაწარმოებები მოვიძიოთ და ქართველ მკითხველს მივაწოდოთ", - გვიყვება გამომცემლობის თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები