2023 წელს საქართველოში 1 მილიარდ 902 მილიონი დოლარის უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2022 წლის შესაბამის მაჩვენებელზე 15.6%-ით ნაკლებია, ხოლო 2023 წლის წინასწარ მონაცემებს 19.3%-ით აღემატება - დაზუსტებულ მონაცემებს სტატისტიკის ეროვნული სამსახური აქვეყნებს.
პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კომპონენტების მიხედვით გადანაწილება შემდეგნაირია: მთლიანი მოცულობიდან $1.21 მილიარდი სააქციო კაპიტალმა შეადგინა, $83.7 მლნ კი – რეინვესტიციამ. სააქციო კაპიტალის მოცულობა წინა წლის დაზუსტებულ მაჩვენებელს 50.7%-ით აღემატება.
რაც შეეხება ინვესტორ ქვეყნებს. მათ ჩამონათვალში ცვლილებები არ არის, თუმცა დაზუსტდა განხორციელებული ინვესტიციის მოცულობები. TOP-10 ინვესტორი ქვეყნის ჩამონათვალი შემდეგია:
- ნიდერლანდები - 386.3 მლნ აშშ დოლარი;
- გაერთიანებული სამეფო - 364.3 მლნ აშშ დოლარი;
- აშშ - 182.2 მლნ აშშ დოლარი;
- თურქეთი - 109.5 მლნ აშშ დოლარი;
- რუსეთი - 103.3 მლნ აშშ დოლარი;
- ჩინეთი - 98.4 მლნ აშშ დოლარი;
- მალტა - 97.4 მლნ აშშ დოლარი;
- აზერბაიჯანი - 90.3 მლნ აშშ დოლარი;
- იაპონია - 69.4 მლნ აშშ დოლარი;
- შვეიცარია 41.9 მლნ აშშ დოლარი.
ეკონომიკის სექტორების განაწილების მიხედვით, ყველაზე დიდი მოცულობით ინვესტიცია საფინანსო-სადაზღვევო სექტორში განხორციელდა. მეორე ადგილზე ვაჭრობის სექტორია, მესამეზე კი დამმუშავებელი მრეწველობის სექტორია.
მარტში გამოქვეყნებული პირვანდელი მონაცემებით, FDI 1 მილიარდ 595 მილიონი დოლარი იყო.