2023 წელს პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებებში 15.5 ათასი სტუდენტი ჩაირიცხა, 2022 წელთან შედარებით სტუდენტების მიღების მაჩვენებელი 9.9%-ით გაიზარდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, ჩარიცხული სტუდენტების 47.9% ქალია, ხოლო 52.1% - კაცი.
2023 წლის ბოლოსთვის, საქართველოში 96 პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, მათ შორის 54 საჯარო, ხოლო 42 კერძო.
რეგიონების მიხედვით, ჩარიცხული სტუდენტების რიცხოვნობით ქ. თბილისი (38.1%) ლიდერობს, რომელსაც აჭარა (17.2%), იმერეთი (10.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთი (9.7%), კახეთი (4.8%) და ქვემო ქართლი (7.8%) მოსდევს.
2023 წელს, პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე, სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე 264 სტუდენტი ჩაირიცხა, რომელთაგან 35.2% ქალია, ხოლო 64.8% კაცი. რეგიონების მიხედვით, ყველაზე მეტი სტუდენტი ჩაირიცხა ქ.თბილისში (42.4%), მეორე ადგილზეა ქვემო ქართლი (10.2%).