მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ქართულმა ბანკებმა ₾2.7 მილიარდის წმინდა მოგება მიიღეს

ბანკები

საქართველოში მოქმედმა ბანკებმა ეროვნულ ბანკს 2023 წლის ფინანსური ანგარიშები უკვე წარუდგინეს. სებ-ის მიერ გამოქვეყნებული ჯამური მონაცემებიდან ირკვევა, რომ გასულ წელს 17 ბანკის მთლიანმა მოგებამ 2.7 მილიარდი ლარი შეადგინა.

საბანკო სექტორის მოგების ეს მაჩვენებლები 2022 წელთან შედარებით 623 მილიონი ლარით, ანუ 30%-ით მეტია.

ფინანსური ანგარიშების თანახმად, ბანკების შემოსავლები წყაროების მიხედვით ასე ნაწილდებოდა:

შემოსავლები სესხებიდან - 6 მილიარდი ლარი;

საკომისიო შემოსავლები - 672 მილიონი ლარი;

მოგება ვალუტის გაცვლის ოპერაციებიდან - 667 მილიონი ლარი;

საპროცენტო შემოსავლები ფასიანი ქაღალდებიდან - 751 მილიონი ლარი;

საპროცენტო შემოსავლები ჯარიმებიდან - 109 მილიონი ლარი;

საპროცენტო შემოსავლები განთავსებული სახსრების მიხედვით - 257 მილიონი ლარი;

ჯამი - 8.5 მილიარდი ლარი.

რაც შეეხება ბანკების ხარჯებს, მათ შორის პირველ ადგილზეა მომხმარებელთა დეპოზიტებზე დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რამაც 2.1 მილიარდი ლარი შეადგინა, მეორე ადგილზეა თანამშრომელთა ხელფასები 1.1 მილიარდი ლარის ოდენობით. სავალო ფასიანი ქაღალდების მომსახურება ბანკებს 870 მილიონი ლარი დაუჯდათ, აქტივების და ძირითადი საშუალებების ცვეთის ხარჯი 372 მილიონი ლარი იყო, ხოლო სხვა სავალო ფასიანი ქაღალდების მომსახურება ₾144 მილიონი დაჯდა. სხვა არასაპროცენტო ხარჯებზე ბანკებმა 147 მილიონი ლარი დახარჯეს. მთლიანობაში ბანეკბმა გასულ წელს 3.2 მილიარდი ლარის მოგება მიიღეს, ხოლო მოგების გადასახადის სახით 487 მილიონი ლარი გადაიხადეს, შედეგად მათ წმინდა მოგების სახით 2.7 მილიარდი ლარი დარჩათ.

ბანკები დატა
Infogram

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები