2023 წელს საქართველოში სამაცივრე მეურნეობების რაოდენობა 40 ერთეულით 373-მდე გაიზარდა, რომელთა უმრავლესობაც შიდა ქართლის რეგიონშია (57.9%) განთავსებული.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული სასაკლაოების, სამაცივრე მეურნეობებისა და ელევატორების გამოკლების 2023 წლის შედეგების მიხედვით, მოქმედი სამაცივრე მეურნეობები ასევე განთავსებულია კახეთის რეგიონში (12.1%), ქ. თბილისში (10.2%), ქვემო ქართლის რეგიონში (5.4%), სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში (4.6%), იმერეთის რეგიონში (4%), აჭარის არ-ში (3.2%), მცხეთა-მთიანეთის რეგიონში (1.1%), გურიის რეგიონში (0.8%) და სამცხე-ჯავახეთის (0.5%) რეგიონში.
წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ მომსახურების გაწევის მაჩვენებელი გაიზარდა და შედეგად მეურნეობები 595 მომხმარებელს მოემსახურნენ. მწარმოებელთა და გადამყიდველთა რაოდენობამ, რომელთაგანაც შესყიდულ იქნა პროდუქცია შემდგომი რეალიზაციის მიზნით, 1 207 ერთეული შეადგინა. ამავე პერიოდში მეურნეობებში დასაქმებულთა საშუალო თვიური რაოდენობა 2022 წელს არსებული 2169 კაციდან, 2 075 კაცამდე შემცირდა.
ამ პერიოდში გაზრდილია მაცივრებში შენახული (განთავსებული) პროდუქციის მოცულობაც, რაც ჯამში 321.6 ათასი ტონა იყო. აქედან 44% - ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით), 20.6% - პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით), 13.4% - ხილი და ბოსტნეული, 12.6% - თევზეული, 3.3% - რძის პროდუქტები, ხოლო დანარჩენ პროდუქტებს 6.2% ეკავა.
18 ათასი ტონითაა 2023 წელს გაზრდილი სამაცივრე მეურნეობების მიერ შემდგომი რეალიზაციის მიზნით შესყიდული პროდუქციის მოცულობაც, რაც ჯამში 68.4 ათასი ტონა იყო. და ამავე პერიოდში დაახლოებით 4 მლნ ლარით გაიზარდა სამაცივრეების შემოსავალიც, 2023 წელს მომსახურების სახით მიღებულ შემოსავალმა 27.6 მლნ ლარი შეადგინა.
დოკუმენტიდან ირკვევა, რომ 2023 წელს სამაცივრეებმა 44 მლნ ლარით მეტი ღირებულების პროდუქცია გაყიდეს. წლის განმავლობაში სამაცივრე მეურნეობების მიერ 545.3 მლნ. ლარის ღირებულების (98.3 ათასი ტონა) პროდუქცია გაყიდეს, საიდანაც ღირებულებით გამოსახულებაში შედარებით დიდი ნაწილი (45.6%) იყო ადგილობრივი (შესყიდული) წარმოების. ამასთან, სამაცივრეების მიერ გაყიდული ადგილობრივი (საკუთარი წარმოების) პროდუქციის 58.6% ქათმის ხორცზე მოდიოდა.
იმპორტირებული პროდუქციის მნიშვნელოვან მოცულობას ქათმის ხორცი (გაყინულის ჩათვლით) (36.8 %), პირუტყვის ხორცი და ხორცპროდუქტები (ნახევარფაბრიკატების ჩათვლით) (32.2 %) და თევზეული (10.1%) წარმოადგენდა.
სამაცივრეების მიერ გაყიდული პროდუქციისაგან უცხოურ ბაზარზე რეალიზებული იქნა 5.3%, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს ქათმის ხორცი (86.5%), თევზეული (3.7 %) და ხილ-ბოსტნეული (9.7%) წარმოადგენდა.
გამოკვლევის შედეგების მიხედვით, სამაცივრეებში კამერების საშუალო დღიური დატვირთვა თვეების მიხედვით ნახევარი ან 60%-მდე იყო. პროცენტულად კამერების ჯამური ტევადობიდან იანვარში დატვირთულობა 57.3%, თებერვალში - 51.5%, მარტში - 54.4%, აპრილში - 46%, მაისში - 52.9%, ივნისში - 46.9%, ივლისში - 51.2%, აგვისტოში - 55.3%, სექტემბერში - 50%-ს, ოქტომბერში - 58.7%, ნოემბერში - 60%, ხოლო დეკემბერში - 56.7%.
რაც შეეხება სამაცივრეების ტექნოლოგიურ აღჭურვას, მეურნეობების 59.1% თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილია სრულად, 38.2% - ნაწილობრივ, ხოლო 2.7% საერთოდ არ არის აღჭურვილი თანამედროვე ტექნოლოგიებით.
სესხით სარგებლობს სამაცივრე მეურნეობების 70.4%. აქედან, 43.5%-ს სესხი აღებული აქვს მხოლოდ ძირითადი კაპიტალისთვის (ახლის შეძენის ან არსებულის გაუმჯობესების მიზნით), 50%-ს - მხოლოდ საბრუნავი კაპიტალისათვის, ხოლო 6.5%-ს - როგორც ძირითადი, ისე საბრუნავი კაპიტალისათვის.