მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოდან უცხოეთში მკურნალობის მიზნით 65 100 ვიზიტი განხორციელდა

გამგზავრება აეროპორტი

2023 წელს საქართველოდან მკურნალობა/გაჯანსაღების მიზნით 65 100 ვიზიტი განხორციელდა, რაც გასულ წელს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების 2.9%-ს შეადგენს.

ინფორმაცია გამყვანი ტურიზმის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაშია მოცემული. ოფიციალური სტატისტიკით, გასული წლის მხოლოდ მეოთხე კვარტალში საზღვარგარეთ სამკურნალო მიზნით 17 500 ადამიანი იმყოფებოდა.

საერთო ჯამში, 2023 წელს საქართველოს რეზიდენტი ვიზიტორების მიერ საზღვარგარეთ განხორციელებული ვიზიტების რაოდენობამ 2.2 მილიონი შეადგინა, რაც 2022 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე 32.7%-ით მეტია.

2023 წელს ვიზიტების 35.4% საყიდლების მიზნით განხორციელდა. დასვენება და გართობა კი მესამე ადგილზეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები