მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველომ 23.9 მლნ აშშ დოლარის რძის ფხვნილი იყიდა

რძის ფხვნილი

2023 წელს საქართველომ 23.9 მლნ აშშ დოლარის 9 229 ტონა რძის ფხვნილი, გრანულები და რძის სხვა შემცვლელები იყიდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, რძის შემცვლელების იმპორტი თანხაში 18%-ით შემცირდა, ხოლო რაოდენობრივად 2.7%-ით გაიზარდა. 2022 წელს წელს ქვეყანაში 29.3 მლნ აშშ დოლარის 8 973 ტონა პროდუქტი შემოვიდა. შესაბამისად, გამოდის, რომ საქართველოს რძის ფხვნილის იმპორტი გაუიაფდა.

იმპორტიორი ქვეყნების ხუთეული კი, ასე გამოიყურება:

  • ბელარუსი - 7.7 მლნ აშშ დოლარის 3 322 ტონა;
  • ნიდერლანდები - 5.01 მლნ აშშ დოლარის 1 498 ტონა;
  • ირანი - 3.1 მლნ აშშ დოლარის 1 254 ტონა;
  • რუსეთი - 2.4 მლნ აშშ დოლარის 1,363 ტონა;
  • უკრაინა - 2.4 მლნ აშშ დოლარის 826 ტონა.

გარდა ფხვნილისა, ნედლი რძის ალტერნატივად გამოიყენება რძე პასტაც, რომლის იმპორტმაც გასულ წელს სულ 145.1 ათასი აშშ დოლარის 23.4 ტონა შეადგინა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები