2023 წელს საქართველომ 5 მილიონ 884 ათასი დოლარის ღირებულების 619 ტონა ყურძნის ნატურალური ღვინოები შეიძინა.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ღვინის სამშობლოში, სადაც ადგილობრივი წარმოების ღვინო უმსხვილეს საექსპორტო საქონელს წარმოადგენს, იმპორტირებული ღვინის ღირებულება წლიურად 17.3%-ით გაიზარდა, მოცულობა კი 10.3%-ით შემცირდა.
საქართველოსთვის ღვინის საიმპორტო ბაზრების ჩამონათვალი დივერსიფიცირებულია. გასულ წელს საქონლის იმპორტი, ფაქტობრივად 27 ქვეყნიდან განხორციელდა. მთავარი საიმპორტო ქვეყნები კი მსოფლიოში ღვინის უმსხვილესი მწარმოებლები საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი არიან. 2023 წელს ღვინის უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:
- საფრანგეთი - $2.5 მლნ, 109 ტონა;
- იტალია - $1.8 მლნ, 269 ტონა;
- ესპანეთი - $286 ათასი, 50 ტონა;
- ლიეტუვა - $245 ათასი, 12 ტონა;
- რუსეთი - $170 ათასი, 62 ტონა;
- გერმანია - $119 ათასი, 13 ტონა;
- ლატვია - $74 ათასი, 11 ტონა;
- შვეიცარია - $66 ათასი, 0.06 ტონა;
- ნიდერლანდები - $56 ათასი, 1.6 ტონა;
- ჰონ-კონგი - $47 ათასი, 14 ტონა;
მცირე მოცულობებით ღვინო ასევე პოლონეთიდან, სამხრეთ აფრიკიდან, პორტუგალიიდან, სომხეთიდან, აშშ-დან, ბელგიიდან, ჩილედა, ბელარუსიდან, გაერთიანებული სამეფოდან, ავსტრიიდან, არგენტინიდან, ისრაელიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან, უკრაინიდან, ლუქსემბურგიდან, დანიიდან, კანადიდან და სხვა ქვეყნებიდან შემოვიდა.
საქსტატის მიერ BM.GE-სთვის მიწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდში ქვეყანაში ღვინის იმპორტიორი TOP-5 კომპანიის ჩამონათვალი ასეთია: შპს ბკ-იმექს; შპს გ.დ. ალკო; შპს დრანკ ოკტოპუს დისტრიბუცია; შპს ლაქჟერი ბრენდზ; შპს სილქ გასტრონომი.