მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა - საქსტატი

თბილისი ამინდი

საქსტატმა 2023 წლის ეკონომიკური ზრდის წინასწარი ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, გასულ წელს საქართველოს ეკონომიკა 7%-ით გაიზარდა. უშუალოდ დეკემბერში კი ზრდა 8.3% იყო.

საქსტატის თანახმად, დეკემბერში საქართველოს კერძო სექტორის ბრუნვამ 14.7 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 4.6%-ით არის გაზრდილი. დეკემბერში ბრუნვის მატება დაფიქსირდა ეკონომიკის სექტორების უმეტესობაში, თუმცა კლება იყო ენერგეტიკასა და უძრავი ქონების ოპერაციებში.

"2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა, დამმუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ინფორმაცია და კომუნიკაცია.

კლების ტენდენცია დაფიქსირდა ენერგეტიკის და უძრავი ქონების სექტორებში,"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები