საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ 21,5 მლრდ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 12.5%-ით მეტია. აქედან 6,090 მლრდ აშშ დოლარი ექსპორტზე (ზრდა 9.1%), ხოლო 15,4 მლრდ დოლარი იმპორტზე (ზრდა 14.0%) მოდის.
ბრუნვის მიხედვით, მთავარი სავაჭრო პარტნიორი 2.9 მლრდ დოლარით თურქეთია. ქვეყნების თითქმის 3 მილიარდიან სავაჭრო ბრუნვაში, ძირითადი წილი იმპორტს უკავია. საიმპორტო ქვეყნების რეიტინგშიც თურქეთმა პირველი ადგილი დაიკავა. გასული წლის განმავლობაში საქართველომ მთავარი სავაჭრო პარტნიორიდან 2,570 მლრდ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა, რაც 2022 წლის მაჩვენებელს 13.8%-ით აღემატება.
TOP-5 იმპორტირებული სასაქონლო ჯგუფი:
- დაფასოებული სამკურნალო საშუალებები - 152.9 მლნ აშშ დოლარი; ზრდა 2022 წელთან შედარებით 52%;
- მსუბუქი ავტომობილები - 81.2 მლნ აშშ დოლარი; კლება 24.1%;
- მეტალოკონსტრუქციები შავი ლითონებისაგან და მათი ნაწილები - 63.4 მლნ აშშ დოლარი; ზრდა 15.2%;
- სიგარები, სიგარილები და სიგარეტები თამბაქოს ან მისი შემცვლელები - 56.1 მლნ აშშ დოლარის; ზრდა 16.3%;
- სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 48.02 მლნ აშშ დოლარი; ზრდა 33.8%.
რაც შეეხება ექსპორტს, თურქეთში საქონლის რეალიზების მაჩვენებელი 4.9%-ით შემცირდა და 409.2 მლნ დოლარით შეადგინა. ამგვარად, საექსპორტო ქვეყნების რეიტინგში თურქეთმა მხოლოდ მეექვსე ადგილი დაიკავა.
ექსპორტირებული საქონლის TOP-5-ეული:
- ელექტროენერგია - 85.9 მლნ აშშ დოლარი; ზრდა 7.4%;
- ტრიკოტაჟის ნაწარმი - 57.05 მლნ აშშ დოლარი; კლება 27.3%;
- ფეროშენადნობები - 38.2 მლნ აშშ დოლარი; კლება 36.4%;
- ტრიკოტაჟის კოსტუმები და კომპლექტები მამაკაცისთვის - 36.1 მლნ აშშ დოლარის; კლება 20.4%;
- ალუმინის ნარჩენები და ჯართი - 11.6 მლნ აშშ დოლარი; კლება 13.1%.