საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებულთა რაოდენობა მზარდია. საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს საქართველოს სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში დასაქმებული იყო 26 495 ადამიანი, რაც წლიურად 14%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
გასულ წელს სექტორში დასაქმებულთა უმეტესობას, 54.3%-ს, ქალები წარმოადგენდნენ.
2023 წელს ქვეყანაში სასტუმროსა და სასტუმროს ტიპის 2 488 დაწესებულება ფუნქციონირებდა, რაც წლიურად 12.4%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.