მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში 22 ათასი ქორწინება და 13 ათასი განქორწინება დარეგისტრირდა

ქორწინება

2023 წელს საქართველოში 22,275 ქორწინება დარეგისტრირდა - ამის შესახებ საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი. ანგარიშის თანახმად, 2022 წელთან შედარებით საქართველოში ქორწინებების რაოდენობა 14.5%-ით შემცირდა.

2023 წლის მდგომარეობით, გაზრდილია პირველი ქორწინების საშუალო ასაკი როგორც ქალებისთვის, ასევე მამაკაცებისთვის. ქალების შემთხვევაში პირველი ქორწინების საშუალო ასაკია 29.7 წელი (2022 წელს 29.4 წელი), ხოლო მამაკაცებისთვის 32.1 წელი (2022 წელს 31.9 წელი).

2023 წელს, რეგისტრირებულ განქორწინებათა რაოდენობამ 13,664 ერთეული შეადგინა, რაც
3.1 პროცენტით ნაკლებია წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები