2023 წლის განმავლობაში საქართველოში 11,279 სამშენებლო ნებართვა გაიცა, რაც 2022 წელთან შედარებით 4.2%-ით მეტია. ამ ობიექტების აშენების შემთხვევაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 9,379,200 კვადრატული მეტრის ფართობის შენობები შეემატება. მთლიანი სამშენებლო ფართობი 2022 წელთან შედარებით 26%-ით არის გაზრდილი.
2023 წელს გაცემული ნებართვების 49.7% მოდის თბილისზე, 8.9% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 8.4% - ქვემო ქართლის რეგიონზე და 6.7% - იმერეთის რეგიონზე.
რაც შეეხება 2023 წელს დასრულებულ მშენებლობებს - გასულ წელს მთლიანობაში საქართველოს უძრავი ქონების ბაზარს 3.3 მილიონი კვადრატული მეტრის ახალი შენობა-ნაგებობები შეემატა. დასრულებული შენობების რაოდენობა 3,182-ია, რაც წლიურად 19.9%-ით არის გაზრდილი.
"ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების ნახევარზე მეტი მოდის ქვეყნის 4 რეგიონზე, კერძოდ, 33.1% მოდის ქ. თბილისზე, 13.1% - მცხეთა-მთიანეთის რეგიონზე, 12% - კახეთის რეგიონზე და 8.5% - იმერეთის რეგიონზე", - წერს საქსტატი.