მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტი 23.7%-ით გაიზარდა - საქსტატი

მომსახურების ექსპორტი

2023 წელს საქართველოში მომსახურების ექსპორტმა 7.05 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2022 წელთან შედარებით 23.7%-ით მეტია, ხოლო იმპორტი - 3.6 მლრდ აშშ დოლარს გაუტოლდა, რაც 19.5%-ით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს დადებითმა სავაჭრო ბალანსმა 3.4 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა, რაც 28.4%-ით მეტია 2022 წლის სავაჭრო ბალანსზე.

ამასთან, 2023 წელს მომსახურების ექსპორტში პირველი ადგილი მოგზაურობამ დაიკავა 4.1 მლრდ. აშშ დოლარით, რაც მომსახურების მთლიანი ექსპორტის 58.5%-ს შეადგენს. მეორე ადგილს იკავებს სატრანსპორტო მომსახურება 1.4 მლრდ. აშშ დოლარით (მთლიანი ექსპორტის 20.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სატელეკომუნიკაციო, კომპიუტერული და საინფორმაციო მომსახურება 892 მლნ. აშშ დოლარით (შესაბამისად 12.6%).

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის მომსახურების იმპორტში უმსხვილესი მომსახურება წარმოდგენილია სატრანსპორტო მომსახურების სახით, რომლის იმპორტმა 2.2 მლრდ. აშშ დოლარი და მთელი იმპორტის 61.7% შეადგინა. მეორე ადგილს მოგზაურობა იკავებს 503 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 13.9%), ხოლო მესამე ადგილზეა სხვა საქმიანი მომსახურება 232 მლნ. აშშ დოლარით (იმპორტის 6.4%).

საქსტატის მონაცემებით, 2023 წელს ათი უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების ექსპორტში 61.1% შეადგინა. უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნებია: რუსეთი (1 022.3 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (958.1 მლნ. აშშ დოლარი) და აშშ (423.8 მლნ. აშშ დოლარი).

2023 წელს ათი უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიანი მომსახურების იმპორტში 57.7% შეადგინა. უმსხვილესი იმპორტიორი ქვეყნები: რუსეთი (534.2 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (521.4 მლნ. აშშ დოლარი), აზერბაიჯანი (206.9 მლნ. აშშ დოლარი).

საქსტატის თანახმად, მომსახურებით საერთაშორისო ვაჭრობა გულისხმობს ქვეყნის რეზიდენტებსა და არარეზიდენტებს შორის ისეთი ოპერაციების განხორციელებას, რომელიც არ უკავშირდება საზღვარზე საქონლის ფიზიკურად გადაადგილებას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები