2023 წელს საქართველოში წარმოებულია 61.1 ათასი ტონა თესლოვანი ხილი, რაც 32.0%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საანგარიშო პერიოდში წარმოებულია 59.3 ათასი ტონა კურკოვანი ხილი, რაც 2022 წელთან შედარებით 16.8%-ით ნაკლებია, ასევე, 45.9 ათასი ტონა კაკლოვანი ხილი (5.0%-ით მეტია), 18.3 ათასი ტონა სუბტროპიკული ხილი (2.8%-ით მეტია), 71.8 ათასი ტონა ციტრუსი (35.2%-ით მეტია).
გარდა ზემოთქმულისა აღსანიშნავია, რომ 2023 წელს წარმოებულია 223.4 ათასი ტონა ყურძენი,
რაც 22.2%-ით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.
ცნობისთვის, 2023 წლის საბოლოო მონაცემები ხელმისაწვდომი იქნება 2024 წლის 14 ივნისს.




























