მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წელს ტექნოლოგია სოფლის მეურნეობაში წარმატებით დავნერგეთ - Agronnect

Agronnect

Agronnect-ი ქართული პლატფორმაა, რომელიც სოფლის მეურნეობის დარგის წარმომადგენლებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ფერმერებსა და აგრონომებთან ვირტუალურად აკავშირებს. როგორც კომპანიის პროექტის მენეჯერი, დიანა ბერია აღნიშნავს, 2023 წელს Agronnect-მა შეძლო, სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიის დანერგვა.

“ტექნოლოგიურ ჭრილში ჩვენი კომპანიისათვის 2023 ძალიან მნიშვნელოვანი წელი აღმოჩნდა. აქტიურად ვცდილობდით, რომ მიმდინარე წელს სოფლის მეურნეობაში ტექნოლოგიები სხვადასხვა სახით შემოგვეტანა და დღეს უკვე მზად გვაქვს პლატფორმა, რომელშიც ფერმერები, აგრონომები თუ დარგის სხვა სპეციალისტები არიან დარეგისტრირებული და ქართველ და უცხოელ ფერმერებს შორის რეკომენდაციების გაცვლა აქტიურად მიმდინარეობს”, - ამბობს დიანა ბერია.

მისივე თქმით, კომპანია ამ მიმართულებით ზრდას მომდევნო წელსაც გააგრძელებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის.

“ვიმედოვნებ, 2024 წელი კიდევ უფრო აქტიური იქნება და Agronnect-ი უფრო მეტად გამოყენებადი იქნება მსოფლიოს ფერმერებისა და სპეციალისტებისთვის. ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება მეტი ტექნოლოგიური ჩარევა მოხდეს სოფლის მეურნეობის სექტორში, რაც მას გაცილებით უფრო ეფექტურს გახდის: ეს იქნება დროის მოგება და ხარისხობრივი ზრდა, რაც საერთო ჯამში აისახება შემოსავლებში, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია მწარმოებლებისა და ფერმერებისთვის”, - ამბობს დიანა ბერია.

Agronnect-ის ციფრული პლატფორმა სატესტო რეჟიმში 2023 წლის ივნისიდან გაეშვა და ფერმერებს კვალიფიციურ აგრონომებთან წვდომის საშუალება მისცა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები