გასულ წელს, Apple-ის აღმასრულებელმა ხელმძღვანელმა, 63 წლის ტიმ კუკმა $63.2 მილიონის ანაზღაურება მიიღო, რაც 36%-ით ნაკლებია, ვიდრე 2022 წელს. ტიმ კუკის, ისევე, როგორც გლობალური კორპორაციების სხვა დირექტორების ხელფასის უდიდესი ნაწილი კომპანიის აქციების ფორმით გაცემულ ბონუსზე მოდის - ამ გზით, 2022 წელს, ტიმ კუკმა $47 მილიონი მიიღო. ხელფასის სახით Apple-ის დირექტორმა $3 მილიონი მიიღო, ბონუსის სახით კი $10.7 მილიონი, რასაც ასევე დაემატა $2.5 მილიონი, რომლითაც კომპანიამ ტიმ კუკის დამატებითი ხარჯები დაფარა.
ერთი წლით ადრე, ტიმ კუკის ანაზღაურებამ $99.4 მილიონი შეადგინა და საინტერესო ფაქტი ისაა, რომ ანაზღაურების კლება მან თავად მოითხოვა, რადგან სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს ტიმ კუკისგან ამის მოლოდინი ჰქონდათ. თუმცა მიუხედავად ამისა, ტიმ კუკი კვლავაც ინარჩუნებს მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი მენეჯერის ტიტულს, რომლის ქონებას ამერიკული Forbes-ი $1.9 მილიარდად აფასებს. ბევრი სხვა მილიარდერის მსგავსად, ტიმ კუკი საკუთარი ქონების ქველმოქმედებისთვის დახარჯვას გეგმავს.
ტიმ კუკი Apple-ის გუნდს ჯერ კიდევ 1998 წელს შეუერთდა, როგორც საერთაშორისო ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტი, მაგრამ 2011 წელს, სტივ ჯობსის წარდგინების საფუძველზე, კომპანიის გენერალურ დირექტორად დაინიშნა. ტიმ კუკის მოსვლით, Apple-ში ახალი ეპოქა დაიწყო, რომელიც ისტორიაში კომპანიის სერვისული ბიზნესის განვითარებით, სტრიმინგის ბაზარზე შესვლით, AirPods-ის, Apple Watch-ისა და საკუთარი წარმოების პროცესორის შექმნით შევა. ამასთან, ტიმ კუკის მმართველობის პირობებში, Apple-ი კაცობრიობის ისტორიაში პირველი კომპანია გახდა, რომელმაც საბაზრო კაპიტალიზაციის $2-ტრილიონიან და $3-ტრილიონიან ნიშნულს გადააჭარბა. ასეთი ფინანსური შედეგი, რომელიც, თავის თავში, დიდ შემოსავალს და მოგების მაღალ მარჟას გულისხმობს, კომპანიის ინვესტორებისთვის განსაკუთრებულად დადებით სიგნალს წარმოადგენს.
"საქართველოს ბანკის" მობილბანკით 6000-მდე ისეთი ცნობილი კომპანიის აქციონერი შეგიძლია გახდე, როგორიცაა: Apple, Microsoft, Amazon, Tesla, Berskhire Hathaway, Meta, Twitter და სხვა. დაიწყე ინვესტირება ნებისმიერი თანხით.




























