მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის 9 თვეში "სილქნეტის" შემოსავლები 15%-ით გაიზარდა

სილქნეტი

"სილქნეტის" ფინანსური მაჩვენებლების მიხედვით, "სილქნეტის" შემოსავლები 2023 წლის 9 თვეში წლიურად 14.9%-ით გაიზარდა და ₾397.3 მლნ შეადგინა. ამის შესახებ Galt & Taggart-ის მიერ საქართველოს კომუნიკაციების სექტორის ერთ-ერთი ლიდერის - "სილქნეტის" ფინანსური მდგომარეობის შესახებ გამოაქვეყნებულ მიმოხილვაშია ნათქვამი.

საინვესტიციო ბანკში განმარტავენ, რომ "სილქნეტის" შემოსავლების ზრდა ძირითადად მობილური ინტერნეტისა და ფიქსირებული ინტერნეტისგან მიღებულმა შემოსავლებმა განაპირობა, რომლებიც შესაბამისად წლიურად 27.6%-ით და 18.6%-ით გაიზარდა.

"შემოსავლებისგან განსხვავებით, ხარჯები წლიურად მცირედით 4.2%-ით გაიზარდა. შედეგად, EBITDA
მარჟამ რეკორდულად მაღალ 64.5%-იან მაჩვენებელს მიაღწია 2023 წლის 9 თვეში. ჩვენი პროგნოზით,
2023 წლისთვის შემოსავლები ₾530.2 მლნ-ს მიაღწევს, რაც წლიურად 12.1%-იანი ზრდაა.

"სილქნეტი" ბაზრის მნიშვნელოვან წილს იკავებს. აბონენტების ჭრილში, სილქნეტის ბაზრის წილი
ყველა ძირითად სეგმენტში გაუმჯობესდა, ხოლო შემოსავლების ჭრილში ბაზრის წილი გაიზარდა
მობილური სერვისებისა და ტელევიზიის სეგმენტებში. 2023 წლის 9 თვეში "სილქნეტს" მობილური
სეგმენტის შემოსავლების 34.9% ეკავა, ფიქსირებული ინტერნეტის შემოსავლების 33.6%, ხოლო ტელევიზიის შემოსავლების 37.3%", - ნათქვამია Galt & Taggart-ის მიერ გამოქვეყნებულ ფინანსურ მიმოხილვაში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები