"გალტ & თაგარტი"-ს კვლევის მიხედვით, 2023 წელს ბათუმში ბინების გაყიდვები 7.5%-ით შემცირდა. თბილისისგან განსხვავებით კლება უფრო მაღალი -10%-იანი მაჩვენებლით პირველად ბაზარზე დაფიქსირდა. მიზეზებს შორის 2022 წლის რეკორდულ გაყიდვებთან ერთად, მიმდინარე პერიოდისთვის პირველად ბაზარზე არსებული ბინების სიმწირე და დეველოპმენტის ბათუმიდან მიმდებარე პერიმეტრზე გაშლა სახელდება.
როგორც "გალტ & თაგარტის" სექტორული კვლევების განყოფილების უფროსი კახა სამყურაშვილი ამბობს, პროექტებში, რომელიც 2024-2025 წლებში სრულდება ბინების 88% უკვე გაყიდულია. რაც შეეხება ფასებს, 2023 წლის ბოლოსთვის ბათუმში ბინების ფასების წლიური ზრდა პირველად ბაზარზე +20.2% იყო. ბათუმში გასაყიდი ბინის მინიმალური ფასი ამჟამად მ²-ის ღირებულება $850-მდეა, მაშინ როდესაც ეს მაჩვენებელი 2021 წლის ბოლოსთვის მ²-ზე $550 იყო.
კახა სამყურაშვილის თქმით, მ²-ის საშუალო ფასი 1300$-ია, თუმცა პროექტისა და ლოკაციის მიხედვით ის ერთმანეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავდება.
„ფასების ნაწილში სიტუაცია იგივეა, რაც თბილისში იყო. ფაქტორები, როგორიც არის სამშენებლო მასალა და მუშახელი, ორივეგან მოქმედებს. თუმცა ორივე ქალაქში სიტუაციის დასტაბილურებას ვაკვირდებით. ისევე როგორც თბილისში კლებას არც აქ ველოდებით, ველით დასტაბილურებას, რაც ერთნიშნა ზომიერ ზრდას გულისხმობს.
არსებულ ფასები ლოკაციების მიხედევით მერყეობს. უხეშად თეთრი კარკასის მ²-ის საშუალო ფასი 1300 დოლარია, თუმცა საუკეთესო ლოკაციაზე 2000 დოლარს აჭარბებს. სიღრმეებში და ბიუჯეტურ პროექტებში ფასი 1000 დოლარზე ნაკლებია, თუმცა უხეშად, მეტი დეველოპმენტი სადაც მიდის ანუ ახალ ბულვარში 1200-1300 დოლარის ფარგლებში მერყეობს.
ადგილზე მეტად ფასს დეველოპერი, პროექტი, სანდობაა, პროქტის ინფრასტრუქტურა და ის სარგებელი განსაზღვრავს, რასაც მომხმარებელი იღებს.“ - განაცხადა სამყურაშვილმა.