მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ბოლოსთვის ჯვარის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს - მინისტრი

ჯვარი

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ირაკლი ქარსელაძემ პარლამენტში 2022 წლის ანგარიშის წარდგენისას ქალაქ ჯვარში წყალმომარაგების ქსელის მშენებლოს პროექტის შესახებ ისაუბრა.

მინისტრი პირობას დებს, რომ 2023 წლის ბოლოსთვის ჯვარის მოსახლეობა უწყვეტი წყალმომარაგებით ისარგებლებს.

სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ქალაქ ჯვარში 48 000 მეტრი წყალმომარაგების გამანაწილებელი მილსადენი და დაახლოებით, 5000 მეტრი თუჯის გადამცემი ხაზი მოეწყო; სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა 1000 კუბური მეტრის მოცულობის ორ რეზერვუარს; მოეწყო 8 ჭაბურღილი შემკრები რეზერვუარით, სატუმბი სადგურითა და სატრანსფორმატოროთი. დღეის მდგომარეობით, სამშენებლო სამუშაოების ჯამური ფიზიკური პროგრესი 90%-ს შეადგენს.

"ქალაქ ჯვარში წყალი უკვე გაშვებულია. ვაგრძელებთ მოსახლეობის ახალ ქსელზე გადართვით სამუშაოებს. როგორც წინა წლის მინისტრის საათის დროს შეგპირდით, ჯვარი ერთ-ერთი ის მდებარეობაა, სადაც წელს 24-საათიანი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი წყალმომარაგება გვექნება“, - განაცხადა ირაკლი ქარსელაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები