მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის დეკემბერში უცხოელების მიერ კომპანიების რეგისტრაცია 40%-ით შემცირდა - საქსტატი

კომპანია

2023 წლის დეკემბერში უცხოელების მიერ კომპანიების რეგისტრაცია 40%-ით შემცირდა - ამის შესახებ, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ხელმძღვანელმა, გოგიტა თოდრაძემ დღეს, 2023 წლის ეკონომიკური ზრდის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

ანგარიშის თანახმად, 2023 წლის დეკემბერში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდამ 8.3% შეადგინა, ხოლო 2023 წლის საშუალო რეალური ზრდა 7%-ით განისაზღვრა.

,,გასული წლის დეკემბერში, ქვეყანაში დარეგისტრირდა 5 140 საწარმო. აღნიშნული მაჩვენებელი დაახლოებით 20%-იანი შემცირებაა, 2022 წლის ანალოგიურ პერიოდთან. შემცირება ძირითადად მოდის, უცხოელ ინდ. მეწარმეების რეგისტრაციის შემცირებაზე, დაახლოებით 40%-ით არის შემცირებული აღნიშნული მაჩვენებელი"- განაცხადა თოდრაძემ.

bm.ge-იმ უკვე გამოითხოვა ინფორმაცია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არეგისტრირებდნენ საქართველოში საწარმოებს გასულ წელს და ინფორმაციას მკითხველს მიღებისთანავე მივაწვდით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები