მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რუსეთთან სავაჭრო ბრუნვა შემცირდა - რამ განაპირობა ექსპორტ-იმპორტის კლება?

რუბლი

რუსეთი, საქართველოს სავაჭრო პარტნიორებს შორის, იანვარ-თებერვლის ბრუნვის მიხედვით 410.6 მლნ აშშ დოლარით მეორე ადგილზეა, თურქეთის მერე. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან ჩრდილოელ მეზობელთან ვაჭრობა საერთო ჯამში 12%-ით შემცირდა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024 წლის იანვარ-თებერვალში რუსეთიდან იმპორტი 7.4%-ით 313.7 მლნ დოლარამდე შემცირდა, ეს კი მთლიანი იმპორტის 14.6%-ია.

ამ პერიოდისთვის 24.5%-ით შემცირდა ექსპორტი. იანვარ-თებერვალში საქართველომ მეზობელ ქვეყანაში 96.8 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა, რითაც რუსეთი საექსპორტო პარტნიორებს შორის, ყირგიზეთისა და აზერბაიჯანის შემდეგ, მესამეა. მთლიან ექსპორტში წილი კი, 12.1%-ია.

მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში უმსხვილესი საექსპორტო პროდუქტით ვაჭრობის მაჩვენებელი შემცირებული არ არის, საერთო მაჩვენებელი მაინც ნაკლებია, რაც EU-ს სანქციებითაა განპირობებული და რუსეთში ავტომობილების რეექსპორტი აკრძალვას უკავშირდება.

აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში, საქართველო შეუერთდა სანქციებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. გასულ წელის იანვარ-თებერვალში კი, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე $13.5 მლნ-ს ავტომობილები გადაიყიდა.

საქართველოდან რუსეთში ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასეთია:

  • ყურძნის ნატურალური ღვინოები - 35.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 33.2%;
  • სპირტიანი სასმელები - 16.4 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 46.1%;
  • მინერალური და მტკნარი წყლები - 11.6 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 8.2%;
  • წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - 7.9 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 26.6%;
  • ციტრუსების ნაყოფი, ახალი ან გამხმარი - 7.1 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 232.9%.

რუსეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები 2024 წლის იანვარ-თებერვალში:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 90.1 მლნ აშშ დოლარი. კლება 20.5%;
  • ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - 64.5 მლნ აშშ დოლარი. კლება 6%;
  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 17.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 59.1%;
  • ხორბალი და მესლინი - 11.8 მლნ აშშ დოლარი. ზრდა 14.8%;
  • ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - 7.1 მლნ აშშ დოლარი. კლება 2.9%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები