2024 წლის იანვარში, საქართველოს სავაჭრო ბრუნვის შემცირების პირობებში, რუსეთთან ექსპორტ-იმპორტი შემცირდა.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემების მიხედვით, გასულ თვეში საქართველოდან $41.5 მლნ-ს საქონლის ექსპორტი განხორციელდა, რაც წინა წელთან შედარებით 52.6%-ით ნაკლებია. რუსეთიდან კი, საქართველომ $41.5 მლნ-ის პროდუქცია იყიდა, რაც 15.6% შემცირებაა.
რუსეთი აღარ არის არც საექსპორტო და არც იმპორტში პირველ ადგილზე.
ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, 2024 წლის იანვარში, საექსპორტო მიმართულებებს შორის რუსეთს ყირგიზეთმა გადაასწრო, საქართველოს ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყანა რეიტინგში მეორე ადგილზე აღმოჩნდა.
2024 წლის იანვარში ტოპ-5 საექსპორტო პროდუქტი:
- ყურძნის ნატურალური ღვინოები - $13.3 მლნ;
- ციტრუსების ნაყოფი - $6.1 მლნ;
- სპირტიანი სასმელები - $5.8 მლნ;
- მინერალური და მტკნარი წყლები, შაქრის დანამატების გარეშე - $4.8 მლნ;
- წყლები, მინერალურისა და დაგაზიანებულის ჩათვლით, შაქრის დანამატების შემცველობით - $2.5 მლნ;
5 ძირითად პროდუქტში, ცვლილება თითქმის არ არის, თუმცა წელს, უმსხვილესი საექსპორტო საქონლის ტოპ-10-ეულში ვერ მოხვდა ფეროშენადნობები. იანვარში ამ პროდუქტის რუსეთში გაყიდვის მაჩვენებელი 1.3 მლნ დოლარამდე დაეცა, მაშინ როდესაც 2023 წლის იანვარში საქართველომ რუსეთში 45.3 მლნ აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. საექსპორტო საქონლის ჩამონათვალში აღარ გვხვდება მსუბუქი ავტომობილები. იანვარში საქართველოდან რუსეთში ამ დასახელების საქონელი არ გასულა.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები რეიტინგში რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. იანვარში საქართველომ ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყნიდან 148 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა.
აღსანიშნავია, რომ გასული წლის სექტემბერში, საქართველო შეუერთდა სანქციებს, რომლის მიხედვითაც, რუსეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი აიკრძალა. გასულ წელის იანვარში კი, საქართველოდან რუსეთში რეექსპორტზე $7 მლნ-ს ავტომობილები გადაიყიდა.
რაც შეეხება იმპორტს, საქართველოს უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნები რეიტინგში რუსეთმა თურქეთის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა. იანვარში საქართველომ ჩრდილოეთით მოსაზღვრე ქვეყნიდან 148 მლნ დოლარის ღირებულების საქონელი შეიძინა.
2024 წლის იანვარში ტოპ-5 იმპორტირებული პროდუქტი:
- ნავთობი და ნავთობპროდუქტები - $37.1 მლნ; შემცირება წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 34.5%;
- ნავთობის აირები და სხვა აირისებრი ნახშირწყალბადები - $33.7 მლნ; კლება - 29%;
- წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - $14.8 მლნ; ზრდა - 78%;
- ხორბალი და მესლინი - $7.7 მლნ; ზრდა 31.5%;
- ბოცები, ბოთლები და სხვა მინის ტევადობები - $2.7 მლნ; კლება - 22.5%.




























