მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წლის კოპა ლიბერტადორესის გამარჯვებული “ფლუმინენსე” გახდა

კოპა ლიბერტადორესი 2023

დასრულდა კოპა ლიბერტადორესის 63-ე გათამაშება, რომელიც სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია Conmebol-ის ორგანიზებით ჩატარდა.

ფინალური შეხვედრა რიო-დე-ჟანეიროში ლეგენდარულ მარაკანას სტადიონზე გაიმართა, სადაც ერთმანეთს ბრაზილიური “ფლუმინენსე” და არგენტინული “ბოკა ხუნიორსი” დაუპირისპირდნენ.
მატჩი ბრაზილელების გამარჯვებით ანგარიშით 2:1 დასრულდა და აღსანიშნავია, რომ ეს მათთვის ისტორიაში პირველი ტიტული გამოდგა.

ტურნირის საპრიზო ფონდი 200 მილიონ დოლარს შეადგენდა, საიდანაც გამარჯვებულმა “ფლუმინენსემ” 18 მილიონი დოლარი, ხოლო დამარცხებულმა “ბოკა ხუნიორსმა” 7 მილიონი მიიღო.
აღსანიშნავია, რომ Conmebol-მა 41 მილიონი დახარჯა მარკეტინგისა და სპონსორების მოზიდვისთვის, თუმცა საპრიზო ფონდი მაინც ძალიან მცირე გამოდგა. ამ ფაქტის გამო კი ორგანიზაციას მრავალი კრიტიკოსი გამოუჩნდა, რადგან შედარებისთვის ევროპულ ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფიდან გასული კლუბი იღებს 20 მილიონ დოლარს, მაშინ როდესაც კოპა ლიბერტადორესის ჩემპიონმა 18 მილიონი მიიღო.

საფეხბურთო ექსპერტები მიიჩნევენ, რომ თუკი Conmebol-მა საპრიზო ფონდი არ გაზარდა მაღალი დონის მოთამაშეებს სამხრეთ ამერიკაში ასპარეზობა აღარ მოუნდებათ და ტურნირის დონეც საგრძნობლად დაიწევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები