მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის მთავარი პრობლემები, რაც 2024 წელსაც გამოწვევად რჩება - მოსაზრება

ლევან ვეფხვაძე

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორის ლევან ვეფხვაძის მოსაზრებით, 2023 წელს უმთავრესი პრობლემა კადრების დეფიციტი იყო, რაც 2024 წელსაც გამოწვევად რჩება.

როგორც მან BMGTV-ის გადაცემა „საქმიან დილაში“ სტუმრობისას თქვა, მეორე გამოწვევა, რაც 2024 წელს უნდა მოგვარდეს ბიუროკრატიული წნეხია.

„2023 წელს პირველ ადგილზე კვალიფიციური კადრების პრობლემა გავიდა. იქ სადაც ინვესტიციები და ახალი პროექტებია, ახალი კადრების მოზიდვაც არის საჭირო და როგორც ჩანს ამ ახალ პროექტებს შეიძლება ვერ/არ ხვდება იმ რაოდენობით კვალიფიციური ადამიანი, რომლებმაც ეს პროექტები შეიძლება თავის თავზე აიღონ, წარმართონ და მოემსახურონ.

მეორე არის ბიუროკრატიული წნეხი, რომელიც რეგულაციების თანმდევია, რადგან როდესაც რეგულაციები შემოდის, იქ ვიღაცამ სტანდარტები უნდა შემოიღოს, მისდიოს, უყუროს, ანუ ვზრდით ბიუროკრატიასაც, რასაც ნეგატიური ეფექტიც აქვს.

პოზიტიური ის რომ მან უნდა უყუროს რაღაცას და ნეგატიური არის, რომ შეიძლება გადაწყვეტილების მიღების პროცესი გართულდეს. ბიუროკრატიაში შეიძლება, არაერთგვაროვანი პრაქტიკა იყოს, განსხვავებული ხედვა; შეიძლება ერთი და იგივე უწყებაში ერთი და იგივე სტანდარტი ერთმა ადამიანმა სხვადასხვანაირად განმარტოს, მეორემ - სხვანაირად.

მაგალითად მეწარმეთა შესახებ კანონი, რომლის ინტერპრეტაციები სხვადასხვა უწყებაში სხვადასხვანაირია, იგი სექტორულად კი არ ეხება რომელიმე სექტორს, ყველა ბიზნესუბიექტს ეხება. ვინც დაწერა ამბობს რომ „მე ასე დავწერე, ეს ვიგულისხმე“, მაგრამ მეორე მხარე ამბობს, მაგალითად შემოსავლების სამსახური, რომ „მე არ ვიცი მან რა იგულისხმა, მაგრამ ეს ასე წერია, როგორც ვკითხულობ “ და მათ შორის განსხვავებული ხედვაა“, - განაცხადა ლევან ვეფხვაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები