მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამოყენებული ბურთი აუქციონზე გაიყიდება

Oceaunz

20 აგვისტოს ქალთა საფეხბურთო მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ინგლისისა და ესპანეთის ნაკრებები დაუპირისპირდნენ, სადაც ესპანეთმა ანგარიშით 1-0 გაიმარჯვა. ამ მიღწევით ესპანეთი გახდა გერმანიის შემდეგ მეორე ნაკრები, რომელსაც როგორც მამაკაცთა, ასევე ქალთა რიგებში აქვს მუნდიალის ტიტული მოპოვებული.

ბურთი სახელწოდებით “Oceaunz”, რომლითაც ნაკრებებმა ფინალში ითამაშეს, სპორტულმა ბრენდმა “Adidas-მა” მატჩის შემდეგ გაათამაშა, ხოლო გამარჯვებული ავსტრალიელი გულშემატკივარი გახდა, რომელმაც გადაწყვიტა აღნიშნული ნივთი აუქციონზე გასაყიდად გამოეტანა.

საწყის თანხად 7500 დოლარი განიხილება, თუმცა ვარაუდობენ, რომ ბურთის სარეალიზაციო ფასი 25 ათასი დოლარი იქნება, მაშინ როდესაც “Oceaunz-ის” რეპლიკა ვერსიის შეძენა 100 დოლარადაა შესაძლებელი.

ცნობისთვის, ქალთა მუნდიალის ფინალში გამოყენებული ბურთისთვის აუქციონი 6 დეკემბერს დაიწყება. აქვე გეტყვით იმასაც, რომ მამაკაცთა შორის გამართულ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამოყენებული ბურთი აუქციონზე გასულ ზაფხულს, 176 ათას დოლარად გაიყიდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები