მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებადი ქალი სპორტსმენები

2023 წლის ყველაზე მაღალ ანაზღაურებადი ქალი სპორტსმენები

ორი ათწლეულის მანძილზე უმდიდრესი ქალი სპორტსმენის ტიტულს სულ სამი სპორტსმენი ინაწილებდა: სერენა უილიამსი, მარია შარაპოვა და ნაომი ოსაკა. უილიამსმა კარიერა 2022 წელს დაასრულა, შარაპოვამ 2020-ში, ხოლო ოსაკა ორსულობის გამო ერთი წლით აქტიურ სპორტს ჩამოშორდა და სასპონსორო შეთანხმებებით მხოლოდ 15 მილიონი დოლარის გამომუშავება შეძლო.

შესაბამისად ქალთა სპორტს ახალი უმდიდრესი წარმომადგენელი ჰყავს, ასევე ჩოგბურთელი კოკო გაუფი, რომელმაც 2023 წელს 22,7 მილიონი დოლარი გამოიმუშავა და ის მოიცავს საპრიზო თანხებს, ბონუსებს და სპონსორების შემოსავლებს 2023 წლის განმავლობაში.
19 წლის კოკომ წელს ამერიკის ღია პირველობაზე თავისი პირველი გრანდ სლემის მოგება შეძლო და ამავდროულად სპორტული სამოსების ბრენდ “New Balance-იდანაც” დიდი შემოსავალი მიიღო.

ზოგადად წლევანდელ რეიტინგში საუკეთესო 15 ქალი სპორტსმენიდან 9 ჩოგბურთის წარმომადგენელია, მას ორ-ორი სპორტსმენით ფეხბურთი და თხილამურებით მოსრიალეები მოჰყვებიან, ხოლო თითო-თითო ათლეტითაა წარმოდგენილი გოლფი და ტანვარჯიში.

ჯამში 15-ვე სპორტსმენის საერთო ანაზღაურებამ 174 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც 19%-ით ნაკლებია შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით, ეს კი სერენა უილიამსისა და ნაომი ოსაკას აქტიური სპორტისგან ჩამოშორებას უკავშირდება.

მთლიანობაში კი 2023 წლის 5 ყველაზე მაღალშემოსავლიანი ქალი სპორტსმენის რეიტინგი ასე გამოიყურება:

5. ნაომი ოსაკა (ჩოგბურთი) - 15 მილიონი დოლარი
4. ემა რადუკანუ (ჩოგბურთი) - 16 მილიონი დოლარი
3. ეილენ გუ (თხილამურებით სრიალი) - 20 მილიონი დოლარი
2. ივო შვიონტეკი (ჩოგბურთი) - 22 მილიონი დოლარი
1. კოკო გაუფი (ჩოგბურთი) - 22,7 მილიონი დოლარი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები