მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეის მოთამაშეები NHL-ში

მდიდარი ჰოკეისტები

10 ოქტომბერს ყინულის და ზოგადად თუ შეიძლება ეწოდოს ზამთრის სახეობებს შორის ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობის ჰოკეის ახალი სეზონი დაიწყო.

NHL-ში ლიმიტირებული მარკეტინგული შესაძლებლობებია და ამასთან, სხვა სპორტის სახეობის წარმომადგენლებთან შედარებით, ჰოკეისტების ხელფასებიც ძალიან ნელა იზრდება.

ჰოკეის სახელფასო სიმწირის სურათის წარმოჩენისთვის, უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავი პატრიკ მაჰოუმსი ტაიმებს შორის შესვენებისას დაახლოებით 5 სარეკლამო რგოლში იღებს მონაწილეობას, მაშინ როდესაც ჰოკეის მატჩის შესვენებისას მაქსიმუმ 2 რეკლამა გაეშვას მათი სუპერვარსკვლავის მონაწილეობით. შედეგად მაჰოუმსი მხოლოდ რეკლამებით 13 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს, რაც სრულიად საკმარისი იქნებოდა ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეისტების ტოპ ხუთეულში მოსახვედრად.

იგივე NBA-ის 450 კალათბურთელიდან 101 იღებს უფრო მეტ წლიურ ხელფასს ვიდრე ჰოკეის ყველაზე მდიდარი მოთამაშე.

წელს კომბინირებულად ათი ყველაზე მაღალშემოსავლიანი ჰოკეის მოთამაშის ხელფასი, რომ ავიღოთ - ჯამში 140 მილიონ დოლარს მივიღებთ. 

ანაზღაურების მიხედვით NHL-ის ჰოკეისტების რეიტინგი ასე გამოიყურება:

10. ტიმო მაიერი - 12.2 მილიონი დოლარი
გუნდი: New Jersey Devils

9. ადამ ფოქსი - 12.3 მილიონი დოლარი
გუნდი: New York Rangers

8. ალექს პიეტრანჯელო - 12.4 მილიონი დოლარი
გუნდი: Vegas Golden Knights

7. სეტ ჯონსი - 12.6 მილიონი დოლარი
გუნდი:Chicago Blackhawks

6. დაგ ჰამილტონი - 12.7 მილიონი დოლარი
გუნდი: New Jersey Devils

5. კირილ კაპრიზოვი - 13 მილიონი დოლარი
გუნდი: Minnesota Wild

4. დევიდ პასტრნაკი - 13.8 მილიონი დოლარი
გუნდი: Boston Bruins

3. კონორ მაკდევიდი - 16 მილიონი დოლარი
გუნდი: Edmonton Oilers

1-2. ნათან მაკკინონი - 17.5 მილიონი დოლარი
გუნდი: Colorado Avalanche

1-2. ალექს ოვეჩკინი - 17.5 მილიონი დოლარი
გუნდი: Washington Capitals