მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2023 წელს პარლამენტის ბიუჯეტი ₾60.1 მლნ იქნება - კოვზანაძე

629f63f83e666
BM.GE
07.06.22 18:56
1288
პარლამენტმა პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა. საკითხი საპარლამენტო სესიაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ წარადგინა.

ირაკლი კოვზანაძის თქმით, მომავალ წელს საქართველოს პარლამენტის ბიუჯეტი 60 მილიონ 906 ათასს ლარს შეადგენს.

„2023 წელს ცენტრალური საარჩევნო კომისიის დაფინანსება განსაზღვრულია 34 მლნ 748 ათასი ლარის, ხოლო სახელმწიფო აუდიტის სამსახურის 2023 წლის ბიუჯეტი - 19 მლნ 334,9 ათასი ლარის ოდენობით“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.

აღნიშნული საკითხი სესიამდე საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა განიხილა. შ

ეგახსენებთ, რომ პარლამენტი განიხილავს და დადგენილებით ამტკიცებს საქართველოს პარლამენტის, ცენტრალური საარჩევნო კომისიის და სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მომდევნო წლის ბიუჯეტს და წარუდგენს საქართველოს მთავრობას 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტში გასათვალისწინებლად.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები