მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2023 წლის პირველ ნახევარში თურქეთში ელექტროენერგიის საექსპორტო ფასი შემცირდა

64c5321f15de2
მარიამ ვარადაშვილი
29.07.23 20:31
495
ელექტროენერგიის ფასი თურქულ ბაზარზე კვლავ მაღალია, თუმცა შემცირებულია 2022 წელთან შედარებით.

2023 წლის აპრილ-ივნისში, საშუალო ფასი კვტ.სთ-ზე 8.8 აშშ ცენტი იყო, ხოლო 2022 წლის საექსპორტო სეზონზე [აპრილ-სექტემბერი] ფასი კვტ.სთ-ზე საშუალოდ 15 ცენტს შეადგინა.

Galt and Taggart-ის ინფორმაციით, თურქეთის ბაზარზე ელექტროენერგიის ფასის ასეთი ზრდის მიზეზია ენერგეტიკული კრიზისის გამო გლობალურად გაზრდილი ბუნებრივი აირის ფასი და თურქული ბაზრის დამოკიდებულება გაზზე მომუშავე თბოელექტროსადგურებზე.

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში საქართველოდან ელექტროენერგიის ექსპორტი წლიურად 21.4%- ით გაიზარდა და თითქმის 0.8ტვტ.სთ. კერძოდ, საანგარიშო პერიოდში ქვეყანამ 756.5 მლნ კვტ.სთ მოცულობის ელექტროენერგია გაიტანა ექსპორტზე. უშუალოდ ივნისში საქართველოდან ექსპორტზე გატანილი ელექტროენერგიის მოცულობა 350.5 მლნ კვტ.სთ-მდე გაზარდა. ჯამში იანვარ-ივნისში თურქეთში 606 მლნ კვტს სთ-მდე მოცულობის ელექტროენერგია არის გატანილი, ანუ ექსპორტირებული ელექტროენერგიის 80%-ზე მეტი თურქეთზე მოდის.

მიმდინარე წელს ელექტროენერგიის ექსპორტისგან ქვეყანამ 52.3 მლნ დოლარი მიიღო, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 2.3%-ით შემცირებული მაჩვენებელია.

მთავრობის პროგნოზით, 2023 წელს საქართველო რეკორდული მოცულობის ელექტროენერგიას გაიტანს და ექსპორტი მილიარდ კვტ.სთ-ს გადააჭარბებს. ეკონომიკის სამინისტროს მიერ 2023 წლის აპრილში დამტკიცებული ელექტროენერგიის წლიური საპროგნოზო ბალანსის მიხედვით, ელექტროენერგიის ექსპორტი ივლისის ბოლომდე გაგრძელდება. Galt and Taggart-ის პროგნოზით, ადგილობრივი მოთხოვნის კლების ტენდენციისა და თურქეთის ბაზარზე გაზრდილი ფასების გათვალისწინებით, მოსალოდნელია, რომ ექსპორტი სექტემბრის ბოლომდე გაგრძელდება, თბოსადგურების გენერაციის მხარდაჭერით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები