მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024-დან აბასთუმანს გადავკეტავთ და მხოლოდ ელექტრომობილები ივლიან - პრემიერის მრჩეველი

62b9bc60e3597
BM.GE
28.06.22 00:00
9258
“2024-ში გადავკეტავთ და მხოლოდ ელექტრომობილებით ივლიან”- პრემიერ-მინისტრის ეკონომიკური მრჩეველი სოსო ტყემალაძე BMGTV-ის გადაცემა “რედაქტორის” ეთერში აბასთუმნის კურორტის განვითარების პროექტის შესახებ საუბრობს. მისი განმარტებით, რამდენიმე ახალი სასტუმრო 2023 წლიდან გაიხსნება, ხოლო მთლიანად განახლებული აბასთუმანი დამსვენებლებს 2024 წლიდან უმასპინძლებს.

სოსო ტყემალაძის თქმით, კურორტის განვითარებისთვის სახელმწიფო და კერძო ბიზნესი ჯამში 1.3 მილიარდ ლარს ხარჯავენ. როგორც ის აღნიშნავს, კურორტის განახლების იდეა ექს-პრემიერ ბიძინა ივანიშვილს ეკუთვნის.

“ჩამოვიდა ბატონი ბიძინა და თქვა: ფული ჩემი, საქმე შენი და აბა წამოვწიოთ აქაურობა, თავადაც მოყვარულია ბუნების და იცით რამდენ ხეებს რგავს.

პირველი რა არის? - ეს არის პროექტი და სწრაფადვე შევუკვეთეთ კურორტის განვითარების გეგმა. "ჯეოგრაფიკმა" მოამზადა და მასში ყველაფერია გაწერილი, რა ზომის უნდა იყოს პროექტი, რამდენი ტურისტი ეწვევა, რა ეკონომიკას დაწერს. აბასთუმანში ახლა იდება 1.3 მილიარდი ლარი, საიდანაც დაახლოებით 350 მილიონი ლარი არის ის, რასაც სახელმწიფო ხარჯავს. ესაა გზა, წყალი, გამწმენდი და ასე შემდეგ. დანარჩენ მილიარდს ხარჯავს კერძო სექტორი, ესაა ბატონი ბიძინას “პარაგრაფი”, ესაა “რუმსი”, ესაა ხარებავების პროექტი, ასევე პაპაშვილების პროექტი, რომლებიც მძლავრ ინვესტიციას აკეთებენ, როგორც აბანოში, ასევე სასტუმროებში და ჯამში პატარა სასტუმროებიანად, კურორტი გათვლილია 5,500 ადამიანზე ერთდროულად. 

ვვარადუდობთ, რომ 2024-ში სრულიად გავხსნით, 2023-ში კი სამი სასტუმრო - რუმსი, პარაგრაფი უკვე იქნება, 2024-დან უკვე გადავკეტავთ და მხოლოდ ელექტრომობილები იმოძრავებს.

კოვიდმა წაგვართვა ეს ორი წელი და ფიზიკურადაც ვერ ჩავდიოდით და მშენებლებიც ვერ მუშაობდნენ. მინდა ვთქვა, რომ ის მილიარდი, რომელიც დაიხარჯება, იქ სახელმწიფო გადასახადების სახით იმ თანხას რაც დახარჯა იბრუნებს. ასეთი ბიზნესპროექტი სახელმწიფოსთვის ბევრი არ არის. შემდეგ კურორტი ყოველწლიურად 50-დან 70 მილიონამდე მოგებას აგენერირებს. ამ თანხიდან 10 მილიონი აბასთუმნის მარკეტინგში დაიხარჯება, 10 მილიონი კი ადმინისტრირებაში,”- განაცხადა სოსო ტყემალაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები