მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024-შიც ვაპირებთ დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში - ღარიბაშვილი

ბრუნო მარსი

საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა საქართველოში, მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგა შოუების ორგანიზებაში,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, მთავრობა 2024 წელსაც აპირებს მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში.

„იცით, რომ საკმაოდ წარმატებული აღმოჩნდა Starring Georgia-ს პროექტი, რომლის ფარგლებშიც ორი გრანდიოზული მეგა შოუ გაიმართა საქართველოში. ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი თანამოქალაქე და არა მხოლოდ ჩვენი თანამოქალაქე დაესწრო ამ კონცერტებს და ძალიან მოეწონათ, კმაყოფილები იყვნენ. ჩვენ გაისად, 2024-შიც ვაპირებთ ძალიან მნიშვნელოვანი, დიდი სიურპრიზების ორგანიზებას საქართველოში. ასე რომ, კიდევ ერთხელ მადლობა Starring Georgia-ს მთელ შემადგენლობას და ყველას, ვინც ჩართული იყო ამ მნიშვნელოვანი მეგა შოუების ორგანიზებაში“,- განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები