მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„2024 წელს 5.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით“ - Galt&Taggart-ის 2024 წლის პროგნოზები?

ლაშა ქავთარაძე

2024 წლისთვის 5,4%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით, - ამის შესახებ Galt&Taggart-ის ეკონომისტმა ლაშა ქავთარაძემ „საქმიან დილაში“ განაცხადა.

მისი თქმით, Galt&Taggart-ის ადრინდელი საბაზისო სცენარით 5%-იან ეკონომიკურ ზრდას პროგნოზირებდნენ, თუმცა მას შემდეგ რაც საქართველომ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიიღო, ამ სცენარს გადახედეს და ახლა 5.4%-იან ეკონომიკურ ზრდას ელიან. რაც შეეხება ალტერნატიულ სცენარს, ოპტიმისტურია და ეკონომისტის თქმით, 6%-იანი ზრდაა მოსალოდნელი.

ინფლაციაზე საუბრისას, ქავთარაძემ თქვა, რომ Galt&Taggart-ი 2024 წელს ელის, რომ იგი ოდნავ მაღალი იქნება მიზნობრივ დონესთან - 3.5%-ის ფარგლებში .

რაც შეეხება გაცვლით კურსს ის, რომ სავალუტო შემოდინებები მაღალია, ეკონომისტი ამბობს, რომ ეს 2024 წლის განმავლობაშიც გაგრძელდება.

“ეს ლარის კურსზე ოპტიმისტურად აისახება და რა კურსიც დღეს არის 2,7-ის ფარგლებში, ჩვენს საბაზისო სცენარში, მთელი წლის განმავლობაში იგივეა მოსალოდნელი. რაც შეეხება ოპტიმისტურ სცენარს, ეკონომიკის 6%-იან ზრდას ველოდებით, აქ არ გამოვრიცხავთ, რომ ლარის მცირედი გამყარება გვქონდეს თუ უფრო გაუმჯობესებული სენტიმენტების ფონზე მოხდება საგარეო შემოდინებების კიდევ უფრო ასწრაფდება. ტურიზმის შემოსავლები, რაც საბაზისო სცენარში გვაქვს იმაზე მეტი იქნება შემოსული. საბაზისო სცენარში ტურიზმიდან შემოსულობებს, დაახლოებით 4,5 მილიარდს ვპროგნოზირებთ, ხოლო ოპტიმისტურ სცენარში 4,8 მილიარდს და ეს პოზიტიურად იმოქმედებს ლარის კურსზე“, - განაცხადა ლაშა ქავთარაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები