მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს, 56 მილიონის ინვესტიცია განვახორციელეთ - „თბილისი ენერჯი" გასულ წელს აფასებს

გიორგი ლეფსვერიძე

2024 წელს, შეთანხმებული საინვესტიციო გეგმა 100% შევასრულეთ, - ასე აფასებს გასულ წელს „თბილისი ენერჯის“ ტექნიკური დირექტორის მოადგილე, გიორგი ლეფსვერიძე BMGTV-ს გადაცემაში „#წერტილი“. მისი ინფორმაციით, 2024 წელს, კომპანიამ დაახლოებით 56 მლნ ლარამდე ინვესტიცია განახორციელა, საიდანაც ძირითადი თანხა ამორტიზებული და საშიში გაზსადენების რეაბილიტაციას მოხმარდა.

„ჩვენი ბიზნესი რეგულირებადია. განსახორციელებელ ინვესტიციებს „სემეკთან“ ვათანხმებთ. შესაბამისად, 2024 წელს შეთანხმებული საინვესტიციო გეგმები და ჩვენს მიერ წარდგენილი ვალდებულებების 100% შევასრულეთ.

ინვესტიციის ძალიან დიდი წილი ამორტიზებული და საშიში გაზსადენების რეაბილიტაციაში იდება. აქტიურად ვთანამშრომლობთ თბილისის მერიასთან და მუნიციპალიტეტთან. იცით, რომ მუნიციპალიტეტი ცენტრალური და მეორე ხარისხოვანი ქუჩების რეაბილიტაციას აკეთებს. შესაბამისად, წინასწარ ვიცით, თუ სად შედის სარეაბილიტაციოდ მერია. შედეგად, არსებული ინფორმაციის შესაბამისად წლის საინვესტიციო გეგმა დგინდება და რეაბილიტაციას იმ ქუჩებზე ვაკეთებთ “, - ამბობს კომპანიის ტექნიკური დირექტორის მოადგილე.

ქალაქში განაშენიანების ზრდის პარალელურად, კომპანია IT მიმართულებას ავითარებს და ახალ სასერვეროებს ხსნის. ამასთან, მძიმე ტექნიკას საჭიროებს, რომელიც ყოველდღიური საჭიროების დანადგარია. ლეფსვერიძის თქმით, სასერვეროები და მძიმე ტექნიკაც მათი ინვესტიციის ნაწილია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები