მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

2024 წელს "აგროდაზღვევით" დაზღვეული ფართობი შემცირდა - რა თანხა დაიხარჯა სახელმწიფო ბიუჯეტიდან?

აგროდაზღვევა

სოფლის განვითარების სააგენტო აგროდაზღვევის პროგრამას 2014 წლიდან ახორციელებს. სამინისტროს 2024 წლის ანგარიშის მიხედვით პროგრამით დაზღვეული ფართი გასულ წელს 16,433 ჰა-მდე შემცირდა, მაშინ, როცა 2023 წელს 16,641 ჰა იყო.

პროგრამა „აგროდაზღვევა“ - პოლისების რაოდენობა, სადაზღვევო პრემიები და დაზღვეული ფართობები ბოლო 5 წელში ასე ნაწილდება:

  1. 2020 - პოლისების რაოდენობა 17 881; სადაზღვევო პრემია ₾13.4 მლნ; დაზღვეული ფართი 18,177 18,177 ჰა;
  2. 2021 - პოლისების რაოდენობა 19,487; პრემია ₾15.4 მლნ; დაზღვეული ფართი 19,124 ჰა;
  3. 2022 - პოლისების რაოდენობა 14,586; პრემია ₾14.2 მლნ; დაზღვეული ფართი 16,465 ჰა;
  4. 2023 - პოლისების რაოდენობა 15,035; პრემია ₾16.4 მლნ; დაზღვეული ფართი 16,641 ჰა;
  5. 2024 - პოლისების რაოდენობა 14,182; პრემია ₾19.7 მლნ; დაზღვეული ფართი 16,433.

ჯამში, პროგრამის მიმდინარეობის 10 წელში, გაიცა 179,097 სადაზღვევო პოლისი, 135.7 მლნ ლარის პრემია და დაზღვეულია 172,106 ფართი.

რაც შეეხება "აგროდაზღვევის" მიერ ანაზღაურებული ზარალის გადანაწილებას რეგიონების მიხედვით, 2014- 2024 წელს ასეთი იყო:

  • აჭარა - ₾6.4 მლნ;
  • გურია - ₾506 ათასი;
  • თბილისი - ₾0 ;
  • იმერეთი - ₾17,072;
  • კახეთი - ₾50.5 მლნ;
  • მცხეთა-მთიანეთი - ₾16,497;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - ₾23,209;
  • სამეგრელო ზემო სვანეთი - ₾1.2 მლნ;
  • სამცხე-ჯავახეთი - ₾3.4 მლნ;
  • ქვემო ქართლი - ₾3.5 მლნ;
  • შიდა ქართლი - ₾18.6 მლნ;
  • სულ - ₾84,495 მლნ.

ანგარიშის მიხედვით, 2024 წელს პროგრამაში განხორციელდა შემდეგი სახის ცვლილებები:

  • შესაძლებელია დაიზღვეს არაუმეტეს 20 ჰა მიწის ნაკვეთი, გარდა მარცვლეული კულტურებისა, სადაც მიწის მაქსიმალური ფართობი 100 ჰა-ს შეადგენს. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების შემთხვევაში, სადაზღვევო პრემიის მაქსიმალური ოდენობა 50,000 ლარია, ხოლო დასაზღვევი მიწის ნაკვეთის ფართობი შეუზღუდავია.
  • მოხდა სადაზღვევო ტარიფების მინიმუმის და მაქსიმუმის განსაზღვრა: რეგიონის კულტურის და სადაზღვევო რისკის ზომის მიხედვით მზღვეველს შეუძლია ცვალებადი ტარიფი შესთავაზოს ბენეფიციარს;
  • შეიცვალა ქარის რისკის განმარტება 15 მ/წმ ნაცვლად 20მ/წმ;
  • აგრეთვე ფრანშიზა ქარიშხლის რისკის დროს ხეხილოვან კულტურებში 15%;
  • შემუშავდა ზარალის შეფასების გაიდლაინი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები