მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს დამატებითი ინვესტიციის სახით აშშ-დან $10 მილიონს მოვიზიდავთ - Lineate

თორნიკე სულაბერიძე Lineate

საქართველოში რეგისტრირებული ამერიკული IT-კომპანია Lineate 2024 წელს ამერიკიდან $10 მილიონის ინვესტიციის მოზიდვას გეგმავს. როგორც Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი, თორნიკე სულაბერიძე ამბობს, კომპანია დასაქმებულების რაოდენობასაც 150 კადრიდან 300 ადამიანამდე გაზრდის.

აღსანიშნავია, რომ ამერიკული ტექნოლოგიური კომპანია საქართველოს ბაზარზე 2022 წელს შემოვიდა და ამ დრომდე საქართველოში 15 მილიონი დოლარის ინვესტიცია აქვს განხორციელებული.

„საქართველოში, რაც შემოვედით 15 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია განვახორციელეთ, დავასაქმეთ 150 ადგილობრივი. მომავალ წელს დამატებითი ინვესტიციის განხორციელებას ვგეგმავთ. უფრო კონკრეტულად, 2024 წელს დამატებითი ინვესტიციის სახით ამერიკიდან 10 მილიონამდე დოლარს მოვიზიდავთ.

300-მდე გავზრდით დასაქმებულთა რაოდენობას“, - აღნიშნავს Lineate-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები