მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს დედაქალაქში 7 ახალი ბაღი გაიხსნება - თბილისის მერი

ბაგა-ბაღები

თბილისის მერის განცხადებით, დედაქალაქში ახალი საჯარო ბაღების მშენებლობა და ავარიული შენობების რეაბილიტაცია გრძელდება. ამის შესახებ მან დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი ინფორმაციით, 2017 წლიდან დღემდე, თბილისში 23 ახალი საბავშვო ბაღი აშენდა, 11-ს კი რეაბილიტაცია ჩაუტარდა.

„2024 წელს ათი მიმდინარე პროექტიდან შვიდი ახალი ბაღი გაიხსნება და სამის რეაბილიტაცია დასრულდება. 15 იანვარს რეაბილიტირებულ შენობაში დაბრუნდება 89-ე ბაღის კონტინგენტი. ასევე, თვის ბოლომდე ახალი, N64 საბავშვო ბაღი გაიხსნება სამგორის რაიონში, ე.წ. აფრიკის დასახლებაში. ამ პროექტების შედეგად იზრდება როგორც აღსაზრდელების, ისე პერსონალის რაოდენობა“, - განაცხადა თბილისის მერმა.

აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე, თბილისში 189 საჯარო ბაგა-ბაღია, რომელიც 60 000-მდე ბავშვს ემსახურება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები