მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს გლობალურ მშპ-ში ტურიზმის ინდუსტრია რეკორდულ $11 ტრილიონს შეიტანს - Reuters

ინდუსტრია

ორგანიზაცია “მსოფლიოს მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს” (WTTC) ახალი კვლევის თანახმად, 2024 წელს გლობალურად დახარჯული ყოველი $10-დან რეკორდული $1 ტურიზმის ინდუსტრიაში, სასტუმროების, ფრენებისა და კრუიზების ჯავშნებში დაიხარჯება. Reuters-ის ინფორმაციით, გლობალურ მთლიან შიდა პროდუქტში ტურიზმის ინდუსტრიის კონტრიბუცია რეკორდულად გაიზრდება, რისი მიზეზიც მომხმარებლის მიერ მოგზაურობისთვის გამოყოფილი ბიუჯეტის ზრდაა.

WTTC-ის გამოთვლებით, გლობალურ მშპ-ში ტურიზმის წილი წლიურად 12.1%-ით გაიზრდება და $11.1 ტრილიონს მიაღწევს, რაც მშპ-ს 10%-ს შეადგენს - ეს, დაახლოებით, 7.5%-იანი ზრდაა 2019 წლის რეკორდის შემდეგ.

“მიუხედავად გასულ წელს გამოკვეთილი რისკებისა, გლობალური რეცესიასა და მაღალ ინფლაციასთან დაკავშირებით, წელს ტურიზმი და მოგზაურობა გლობალური ეკონომიკისთვის ნამდვილი ელექტროსადგური იქნება”, - განაცხადა ორგანიზაციის დირექტორმა, ჯულია სიმპსონმა.

კვლევის თანახმად, მშპ-ში ტურისტული დანახარჯებიდან ყველაზე დიდი კონტრიბუცია ჩინეთის, აშშ-სა და გერმანიის ეკონომიკებს ექნებათ.

ამასთან, WTTC-ის ინფორმაციით, სექტორი 2024 წელს 348 მილიონ სამუშაო ადგილს შექმნის, 13.6 მილიონით მეტს, ვიდრე რეკორდულ 2019 წელს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები