მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს ლუდის ექსპორტი შემცირდა, იმპორტი გაიზარდა - სად ვყიდულობთ/ვყიდით სასმელს?

ლუდი

გასულ წელს ქართული ლუდის ექსპორტის მოცულობა 15%-ით შემცირდა და 5.9 ათასი ტონა შეადგინა. მანამდე, ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის ექსპორტში ზრდის ტენდენცია შეინიშნებოდა.

  • 2020 - 5.5 ათასი ტონა
  • 2021 - 3.1 ათასი ტონა
  • 2022 - 5.1 ათასი ტონა
  • 2023 - 6.9 ათასი ტონა
  • 2024 - 5.9 ათასი ტონა

როგორც TBC Capital-ის სექტორულ კვლევაში ვკითხულობთ, 2024 წელს ქართული ლუდის ძირითადი საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურებოდა:

  1. ყაზახეთი - 31%
  2. სომხეთი - 18%
  3. რუსეთი - 8%
  4. აზერბაიჯანი - 5%
  5. ისრაელი - 5%

რაც შეეხება ექსპორტის საშუალო ღირებულებას, TBC Capital-ის თანახმად, გასულ წელს 1 ლიტრი ქართული ლუდის საექსპორტო ფასი უცვლელად დარჩა და $1.11 შეადგინა.

რაც შეეხება ლუდის იმპორტს, 2024 წელს საქართველოში იმპორტირებული ლუდის მოცულობამ 15.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც წლიურად 32%-იანი ზრდაა. ბოლო ხუთი წლის განმავლობაში ლუდის იმპორტის მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს:

  • 2020 - 6.6 ათასი ტონა
  • 2021 - 7.1 ათასი ტონა
  • 2022 - 10.7 ათასი ტონა
  • 2023 - 11.7 ათასი ტონა
  • 2024 - 15.5 ათასი ტონა

TOP 5 ქვეყანა 2024 წელს საქართველოში ლუდის იმპორტის მიხედვით:

  1. გერმანია - 31%
  2. რუსეთი - 17%
  3. თურქეთი - 15%
  4. ჩეხეთი - 7%
  5. უკრაინა - 6%

TBC Capital-ის პუბლიკაციაში აღნიშნულია, რომ იმპორტირებული ლუდის საშუალო ფასი წლიურად 7%-ით. $1.20-მდე შემცირდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები