Galt & Taggart-ის ეკონომისტი, ლაშა ქავთარაძე, BMGTV-ის გადაცემა “საქმიანი დილას” ეთერში აღნიშნავს, რომ I კვარტალში მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, მცირედით შემცირებულია, რაც ძირითადად ტრანსფერების კომპონენტის ზრდითაა განპირობებული.
“2024 წლის I კვარტლის მონაცემებით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა მშპ-ის 5.0% შეადგინა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია 0.8 პროცენტული პუნქტით.
ეს გაუმჯობესება, ძირითადად, ტრანსფტერების ბალანსის ზრდასთან იყო დაკავშირებული, რომელიც წლიურად 20.3%-ით გაიზარდა I კვარტალში, რასაც ასევე მოჰყვა მომსახურების ბალანსის გაუმჯობესება 3.2%-ით”, - აღნიშნავს ლაშა ქავთარაძე.
Galt & Taggart-ის ეკონომისტი ასევე აღნიშნავს, რომ საინვესტიციო ბანკის პროგნოზით, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი, 2024 წელს მშპ-ის 5.6% იქნება.
“თუ შევხედავთ დაფინანსების წყაროებს მიმდინარე ანგარიშის დეფიციტში, დაფინანსების ძირითადი წყარო იყო “სხვა ინვესტიციები”, რომლებსაც წარმოადგენს, მაგალითად, არარეზიდენტების დეპოზიტები. ვფიქრობთ, რომ მიმდინარე წლის განმავლობაში, წლიურ ჭრილში, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი იქნება, დაახლოებით, 5.6%-ის ფარგლებში მშპ-ის მიმართ, თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ ეს მაჩვენებელი (ჩვენი პროგნოზით) გაზრდილია 2023 წლის 4.4%-იან მაჩვენებელთან შედარებით, ეს არ იქნება ინდიკაცია, რომელმაც შეიძლება წნეხი შექმნას გაცვლით კურსზე - ლარის საშუალო კურსი, რაც ახლა არის, სავარაუდოდ შენარჩნდება 2024 წლის განმავლობაში”, - განმარტავს ლაშა