მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

2024 წელს მინიმუმ 6%-იანი ზრდა იქნება - მთავრობა ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის

გიორგი კაკაურიძე

საქართველოს მთავრობა 2024 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზს ცვლის - აქამდე ბიუჯეტით განსაზღვრული იყო 5.2%-იანი ეკონომიკური ზრდა, რის შედეგადაც წელს საქართველოს მთლიანი შიდა პროდუქტს 86 მილიარდი ლარისთვის უნდა მიეღწია. თუმცა, ფინანსთა სამინისტროს მიერ წარდგენილი განახლებული პროგნოზით, 2024 წელს საქართველოს ეკონომიკა 6%-ით გაიზრდება, მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა კი 87.7 მილიარდი ლარი იქნება.

აღნიშნული ცვლილება დღეს პარლამენტში ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა. მისი თქმით, მაღალი ალბათობით ზრდა 6%-საც გადააჭარბებს. მისი განმარტებით, ეკონომიკური პროგნოზის გაუმჯობესება განპირობებულია არაერთი ფაქტორით, მათ შორის წლის პირველ 4 თვეში არსებული 9%-იანი ზრდით.

"ნომინალურ მთლიან შიდა პროდუქტს წელს მოველით რომ იქნება 6%-იანი ზრდით, 87.7 მილიარდი ლარი, მომდევნო წელს 95 მილიარდი ლარი, ხოლო 2028 წლისთვის ადის 120 მილიარდ ლარზე.

ასევე, წარმოდგენილია პოზიტიური სცენარი ეკონომიკური ზრდის, რაც 7%-ს გადააჭარბებს წელს, ასევე წარმოდგენილია პესიმისტური სცენარი, რომლის შემთხვევაშიც წელს 3.4%-ზე ჩამოდის ეკონომიკური ზრდა, თუმცა ამისთვის ყველა ის რისკი რომელიც ჩვენს რეგიონშია მათი რეალიზაცია უნდა მოხდეს, მაგრამ ამის მოლოდინი რა თქმა უნდა არ გვაქვს. შესაბამისად, ჩვენი საბაზო სცენარი არის რეალისტური და შეიძლება უფრო ოპტიმისტური სცენარისკენ გვქონდეს სიტუაცია და მინიმუმ 6%-იან ეკონომიკურ ზრდას ველოდებით მიმდინარე წელს", - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები